მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 4089 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

იესო ქრისტე ღმერთად ირწმუნა და მისი სწავლა მხოლოდ ზოგიერთმა ისრაელმა მიიღო, ხალხის უმეტესმა ნაწილმა კი უარყო იგი.

ეს უფრო იმიტომ მოხდა, რომ მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი ემტერებოდნენ მაცხოვარს. რად? იმიტომ, რომ ქრისტე იმათ ცუდ ყოფაქცევას ამხილებდა და მათ ბრმა მწყემსებს უწოდებდა.

მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი ხალხს ეუბნებოდნენ: „ჩვენ კარგად ვიცით, რომ იესო დურგლის, იოსების, შვილია და თვითონ კი ღმერთის ძეს უწოდებს თავს; ეს ღვთის გმობააო“.

რომის იმპერატორის მთავარმართებელთან, პილატესთან, სხვა გზით აბეზღებდნენ იესოს: „თავი მეფე დავითის მემკვიდრედ მიაჩნია, უნდა, ხალხი ააჯანყოს იმპერატორის წინააღმდეგ, რომაელები გარეკოს და თავი ისრაელთა მეფედ გამოაცხადოსო“.

გაჭრა ამ ორკეცმა დაბეზღებამ. მაშინ მღვდელმთავართ გაბედეს, დაეჭირათ ქრისტე და სამართალში მიეცათ.

მაცხოვრის დაჭერა მათ ერთმა მისმა მოწაფემ გაუადვილა, იუდამ. მან გაყიდა თავისი მოძღვარი და ღმერთი ოცდაათ ვერცხლად, ასწავლა მისი ბინა, ღამით თავს დაასხა მღვდელმთავრები და მხედრები და დააჭერინა იგი. დღისით დაჭერა ვერ გაბედეს, რადგანაც ხალხის აჯანყებისა ეშინოდათ.

მისცეს მაცხოვარი სამართალში. განსჯის დროს ქრისტემ თავი ღვთის ძედ აღიარა, მაგრამ ქვეყნიური მეფობის ძებნა კი უარყო და თქვა: „მეუფება ჩემი არა ამის სოფლისაგანი არს“.

თვითონ პილატემ იესოში ვერ ჰპოვა ვერც ერთი დანაშაული და აღიარა იგი მართლად, მაგრამ, რადგანაც ხალხი, მღვდელმთავრებისაგან აღელვებული, ხმამაღლა და დაჟინებით ითხოვდა იესოს სიკვდილით დასჯას, ამიტომ სულმოკლე პილატემ მისცა მათ ნება, ეწამებინათ და ჯვარს ეცვათ ქრისტე, თავად კი თქვა: „უბრალო ვარ მე მაგ მართლის სისხლისაგან“. ამაზე ხალხმა უპასუხა: „სისხლი მაგისი ჩვენ ზედა და შვილთა ჩვენთა ზედა“.

მაცხოვარი წაიყვანეს გოლგოთას მთაზე. აქ სჯიდნენ ყველა დამნაშავეს. აქვე აღმართეს დიდი ჯვარი, აიყვენეს ქრისტე და გააკრეს ზედ. მასთან ერთად ჯვარს აცვეს ორი ავაზაკი: ერთი ქრისტეს მარჯვენით და მეორე - მარცხენით.

როცა ჯვარს აცვამდნენ იესოს, იგი არამცთუ არ წყევლიდა თავის მწვალებლებს, კიდეც ევედრებოდა უფალს მათთვის და ამბობდა: „მამაო, მიუტევე მათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“.

შეუბრალებელი მტრები ჯვარზედაც კი არ აძლევდნენ მაცხოვარს მოსვენებას. ისინი დაცინვით შესძახოდნენ ზევით: „თუ შენ ხარ ძე ღვთისა, ჩამოდი ჯვრიდან და მაშინ გირწმუნებთ“.

თვითონ ერთმა ჯვარცმულმა ავაზაკმა დაცინვით უთხრა იესოს: „შენ თუ ხარ ქრისტე, იხსენ შენი თავი და ჩვენცა“. სამაგიეროდ მეორე ავაზაკმა უპასუხა თავის ამხანაგს: „ღმერთი არა გწამს, რომ მაგას ეუბნები? ჩვენ სამართლიანად ვისჯებით, ეს კი სრულიად უბრალოა“.

ეს რომ თქვა, პირი იესოსაკენ მიიბრუნდა და მოწიწებით უთხრა: „მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა“.

მაცხოვარმა უპასუხა: „ამინ გეტყვი (ჭეშმარიტად გეუბნები) შენ, დღესვე ჩემთან იქნები სამოთხეში“.

ჯვრის ახლოს იდგა საშინლად მწუხარე ღვთისმშობელი მარიამი და მდუღარე ცრემლსა ღვრიდა. მის გვერდით იყვნენ: საყვარელი მოწაფე იესოსი, იოანე, და რამდენიმე გალილეველი ქალი. მაცხოვარმა გადმოხედა დედას, იოანეზე ანიშნა და უთხრა: „აგერ, შვილი შენი“. მერმე იოანეს ანიშნა მარიამზე და უთხრა: „აგერ, დედა შენი“.

ამ დღიდან იოანე ზრუნავდა ღვთისმშობელზე, როგორც საკუთარ დედაზე, და თავის სახლში ჰყავდა, ვიდრე იგი მიიძინებდა.

სამხრობის დრო იქნებოდა, როდესაც იესომ საშინელი ტანჯვის შემდეგ მიაბარა თავისი ღვთაებრივი სული უფალს. მაშინ მზე დაბნელდა, იერუსალიმის ტაძრის საკურთხევლის ფარდა გაიხა შუაზედ და მიწა იძრა საშინელი ძალით, ბევრი საფლავიდან ქვა გადაგორდა, აღსდგნენ სხეულნი მრავალთა წმინდათა და გამოეცხადნენ ნათესავებს.

პარასკევს საღამოზე სხეული იესოსი ჯვრიდან ორმა მისმა საიდუმლო მოწაფემ, იოსებ არიმათიელმა და სვიმონ კანანელმა, ჩამოხსნა და მოწიწებით დამარხა ახლო აკლდამაში.

მღვდელმთავრებს ეშინოდათ, ვაი, თუ მოციქულებმა მოიპარონ გვამი იესოსი და ხალხი დაარწმუნონ, მკვდრეთით აღდგაო. ამიტომ იესოს საფლავზე ლოდი მიაგორეს, დაადვეს ბეჭედი და დარაჯები დაუყენეს.

როდესაც იესოს სხეული საფლავში განისვენებდა, იგი სულით ჩავიდა ჯოჯოხეთში, გამოიხსნა იქიდან ყველანი, ვინც კი მის მოსვლას მოელოდა, აიყვანა სამოთხეში და იქ დაამკვიდრა საუკუნოდ.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ