თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცისა და დედამიწის მასალა. ეს მასალა არეული იყო ერთმანეთში და ამ ნარევზედ იწვა საშინელი სიბნელე.
მაშინ უფალმა პირველ დღეს ბრძანა: “იქმნას ნათელი” და იმწამსვე გამობრწყინდა ნათელი. ნათელი გაჰყო სიბნელისაგან, პირველს უწოდა დღე და მეორეს - ღამე.
მეორე დღეს უფალმა ბრძანა: "გაჩნდეს ცა!" და ერთი თვალის დახამხამებაში გაჩნდა ხილული ცა და გადაეკრა დედამიწას მოლურჯო გუმბათივით.
მესამე დღეს ღვთის ბრძანებით წყალი გაიყო ხმელეთისაგან და შეგროვდა მდინარეებად და ზღვებად, ხოლო ხმელეთმა აღმოაცენა ბალახი, ხეხილი და ყველა მცენარე.
მეოთხე დღეს უფალმა გააჩინა მნათობნი ცისანი: მზე, მთვარე და ვარსკვლავები.
მეხუთე დღეს შექმნა თევზნი წყალში და ფრინველნი - ჰაერში.
მეექვსე დღეს უფალმა გააჩინა ნადირნი და ყველა ცხოველი ხმელეთზედ მცხოვრები, და უკანასკნელად შექმნა ადამიანი.