მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 928 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

როდესაც ისრაელი გადასახლდა ეგვიპტეში, ღმერთმა მისცა მას ამისთანა აღთქმა: "მე წარმოვადგენ შენგან დიდ ხალხს".

მართლაც, გავიდა რამდენიმე ასი წელი და იაკობის თორმეტი შვილის შთამომავალთაგან შესდგა დიდი ისრაელის ერი, რომელიც განიყოფებოდა თორმეტ ტომად, თანახმად თორმეტი წინაპრისა.

სანამ იოსები ცოცხალი იყო, იაკობის შთამომავლობა კარგად ცხოვრობდა, მისი შევიწროება არავის შეეძლო, მაგრამ რაკი იოსები მოკვდა და ისრაელთ მოაკლდათ მძლავრი მფარველი, მათი მდგომარეობა თადათან უფროდაუფრო გაცუდდა.

ბოლოს ეგვიპტეში გამეფდნენ იმისთანა ფარაონები, რომლებსაც სრულიად არ ახსოვდათ იოსების სიკეთე და ღვაწლი. ამიტომ მათ ბოროტის თვალით დაუწყეს ისრაელთ ყურება.

ისინი ასე ფიქრობდნენ:ეს ხალხი საკვირველად მრავლდება და ჩვენზედ ძლიერი ხდება. რომელსამე უცხო ქვეყანასთან რომ ომი მოგვიხდეს, შეიძლება ისრაელნი ჩვენი მტრის მხარეზე გადავიდნენ, დაგვამარცხონ, მტრის ხელთ მიგვცენ, თვით დანებონ ჩვენ სახელმწიფოს თავი და თავის ქონებიანად წავიდნენ თავის ქვეყანაში.

ფარაონები ასე ფიქრობდნენ, რადგან გაგებული ჰქონდათ, რომ ისრაელნი ეგვიპტეს დროებით ბინადა სთვლიდნენ, თავის სამშობლოდ მიაჩნდათ ქანაანის ქვეყანა და განზრახვა ჰქონდათ მომავალში მოხერხებული შემთხვევით ესარგებლათ, გასულიყვნენ ეგვიპტიდან და გადასახლებულიყვნენ თავის უწინდელ ქვეყანაში.

ფარაონები ჯერ ეცადნენ ეგვიპტელებთან შეერწყათ ისრაელნი და ერთი ხალხი გაეხადათ. დაუწყეს დევნა მათ ენას, სარწმუნოებას და მათ ჩვეულებებს. სურდათ, რომ ისრაელთ დაევიწყებინა თავიანთი ენა, სარწმუნოება, ხალხი, დაეწყოთ ლაპარაკი ეგვიპტურ ენაზედ, მიეღოთ ეგვიპტელების სარწმუნოება, მაგრამ ისრაელთ საკვირვლად უყვარდა თავისი დედაენა და მტკიცედ იდგნენ თავიანთ სარწმუნოებაზედ.

დევნამ უფრო მომეტებულად შეაყვარა ერთიც და მეორეცა. მართალია, მათ შორის გამოჩნდნენ ზოგიერთი მოღალატენი, რომელნიც ფულის გულისთვის და ჯამაგირიანი ადგილების მიღებისათვის გადაუდგნენ თავის ხალხს, მაგრამ ესენი იყვნენ სულით მდაბალნი, წუწკნი არსებანი, რომლების მოსხლეტა და განშორება ისრაელთათვის სასარგებლოც იყო, როგორც გადამდები ავადმყოფობით დასნეულებულის კაცის მოშორებაა კარგი ჯანსაღებისათვის.

ეს მოღალატენი ეზიზღებოდათ, არამც თუ ისრაელთა, არამედ თვით პატიოსან ეგვიპტელთაცა, რადგანაც იცოდნენ, რომ მათ მხარეს გადადიოდნენ ფულის გულისათვის და არა იმიტომ, რომ ეგვიპტელობა მათ მოსწონდათ და უყვარდათ.

როცა ისრალთა გაეგვიპტელება ვერასგზით მოახერხეს, ფარაონებმა გადაწყვიტეს, რომ ისინი როგორმე დაესუსტებინათ, შეემცირებინათ და დაეუძლურებინათ. ამიტომ იმათ მეტად მძიმე და აუტანელი ხარჯი დაადეს: ისრაელებს ათხრევინებდნენ თიხასა, აწვევინებდნენ აგურსა, აშენებინებდნენ ვეებერთელა შენობებსა და აკეთებინებდნენ ყოველგვარ საქმესა ეგვიპტელებისას.

ერთი სიტყვით, მთელი ხალხი მონებად, ეგვიპტელების ყურმოჭრილ ყმებად გადააქციეს. მათ დაუყენეს ზედამხედველები, რომლებიც მუშაობის დროს ერთი წუთის დასვენების ნებას არ აძლევდნენ, განუწყვეტლივ ამუშავებდნენ და წამდაუწუმ მათრახებით და შოლტებით თავპირს ამტვრევდნენ, რატომ უფრო ბევრს არ მუშაობთო.

ამ მდგომარეობაში ყველა სხვა ხალხი ამოწყდებოდა, მაგრამ ისრაელნი კი თანდათან საკვირველად მრავლდებოდნენ და მატულობდნენ. მაშინ ფარაონმა გამოსცა ერთი უდიერი ბრძანება: სადაც კი ისრაელის ვაჟი დაიბადოსო, წაართვით და წყალში გადააგდეთო.

ვაჟიშვილის დაბადება ყოველთვის და ყველგან ბედნიერება იყო და სასიხარულო საქმეს შეადგენდა. ფარაონის ბრძანებამ კი ვაჟიშვილის ყოლა დიდ უბედურებად გადააქცია.

ყოველი დედ-მამა, რომელსაც ვაჟიშვილი მიეცემოდა, მგლოვიარად უნდა გადაქცეულიყო და ეტირნა შვილის უდროოდ დაღუპვა. ამ საშინელთა უბედურებათა სრულიად მიაქციეს ღვთისაკენ გული, სული და გონება ისრაელთა.

მარტო ერთი ღვთის იმედიღა ჰქონდათ, მარტო მასზე სასოებდნენ, მარტო მისგან მოელოდნენ გამოხსნასა და ამიტომ მხურვალე გულით ევედრებოდნენ უფალსა შველას.

უფალმა შეიწყნარა მათი მწარე ტირილი, მიიღო მათი მხურვალე ვედრება და მათსავე შორის გააჩინა გამომხსნელი.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ