მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1239 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

ერთხელ მოსე საქონელს აძოვებდა ერთი მთის ახლოს, რომელსაც ერქვა ქორები. იგი ღრმად იყო ჩაფიქრებული თავისი ხალხის უბედურ მდგომარეობაზედ. ამ დროს უცებ მთაზედ დაინახა გასაოცარი მოვლენა: ერთ მაყვლის ბუჩქს ცეცხლი ეკიდა, მაგრამ არ იწვოდა კი.

გაკვირვებულმა მოსემ თქვა: წავალ ერთი და ვნახავ, რატომ არ იწვის მაყვლის ბუჩქი. როცა მიახლოვდა, მაყვლის ბუჩქიდან მოესმა ძახილი: მოსე, მოსე!; რაო, უფალო? - მიუგო მან.

ნუ მოახლოვდები აქ, გაიხადე ფეხსაცმელი, ეს ადგილი წმინდაა. და მერე დაუმატა: მე ვარ ღმერთი აბრამის, ისაკისა და იაკობისა. მაშინ მოსე აღივსო მოკრძალებითა და შიშითა, მოიხარა თავი, დაიფარა პირისახე და კრძალვით დაუწყო სმენა.

უფალმა უთხრა: მე ვხედავ ტანჯვასა ჩემი ხალხისასა ეგვიპტეში, მსურს გამოვიხსნა იგი ეგვიპტელების ხელიდან და გავიყვანო აღთქმულ ქვეყანაში. შენ უნდა ახლავე წახვიდე იქ და გამოიყვანო ეგვიპტიდან ჩემი ხალხი.

მოსე უარზედ დადგა. იგი ფიქრობდა, ამისთანა მძიმე და დიდი საქმის ასრულება მე როგორ შემიძლიანო.

უფალს უპასუხა: განა მე ვინა ვარ, რომ წავიდე ფარაონთან და გამოვიყვანო ეგვიპტიდან შენი ხალხი?

უფალმა აღუთქვა თავისი შემწეობა და რომ მოსე ამაში უფრო დაერწმუნებინა, უთხრა: აი, იმ მთაზედ გადიხდის წირვასა ებრაელი ხალხი ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ.

მოსემ ჰკითხა: რო მკითხავენ, რომელმა ღმერთმა გამოგგზავნაო, რა ვუპასუხო? მე ვარ არსი, ასე უთხარი: მე გამომგზავნა არსმა ე. ი. იმან, ვინც ყოველთვის იყო, არის და მუდამ იქნება-თქო. ეს არის ჩემი სახელი.

რომ არ დაიჯერონ და მითხრან, იქნებ შენ ღმერთის გამოგზავნილი სრულიადაც არ იყვეო, რა ვუთხრა მაშინა? ჰკითხა უფალს მოსემა.

უფალმა აღუთქვა მოსეს, რომ იგი მიანიჭებს მას თავის ძალასა. და ამ ძალით იგი იმისთანა საქმეებს მოახდენს, რომლების მოხდენა არა კაცს არ შეუძლიან, მაშინ, უთხრა უფალმა, - ყველა დარწმუნდება, რომ შენ ხარ გამოგზავნილი ჩემგან და ჩემის ძალით ახდენ სასწაულთ.

მოსე მაინც კიდევ უარზე იდგა. უფალო, - უთხრა მან, - მჭერმეტყველი კაცი მე ჩემს დღეში არა ვყოფილვარ და, ამასთან ბლუცა ვარ.

უფალმა მიუგო: ვინ მიანიჭა ადამიანს ბაგენი? ვინა ხდის ადამიანს მუნჯად, ყრუდ, მხედველად და უსინათლოდ? მე ხომ? მაშ, წადი: მე აგიხსნი ბაგეთა შენთა და ჩაგაგონებ, რაც უნდა სთქვა, შე ძმას, აჰრონსაც, წინ დაგახვედრებ და იგი ეტყვის ხალხსა, რასაც იმას ჩააგონებ.

ამის შემდეგ მოსე დაემორჩილა ღვთის ბრძანებასა, გამოესალმა თავის სახლობასა და გასწია ეგვიპტეში. გზაზედ შეხვდა მას უფროსი ძმა აჰრონი და ერთად მივიდნენ ისრაელებთან. აქ მათ შეჰყარეს ებრაელთა მთავრები, გამოუცხადეს მათ ღვთის ნება და განკარგულება.

ებრაელებმა დაიჯერეს მოსეს ნათქვამი და სიხარულით მადლობდნენ მოწყალე უფალსა, შემდგომ მოსე და აარონი წავიდნენ ფარაონთან.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ