მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 826 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

ქანაანის ქვეყნის გზა წითელი ზღვიდან მიდიოდა ჩრდილოეთ-აღმოსავლეთისაკენ, მაგრამ ებრაელებმა ამ გზას მხარი აუქციეს. მათ სურდათ ელოცათ უფალი და მადლობა შეეწირათ იმ მთაზე, სადაც მოსეს გამოეცხადა ღმერთი. ამიტომ მათ დაუხვიეს აღმოსავლეთ-სამხრეთისაკენ.

ისინი გაუდგნენ დიდ შიშველ უდაბნოსა, სადაც არ იყო არც ნახნავ-ნათესი, არც მწვანე, არც მდინარეები, არც წყაროები, არც ადამიანისშვილის ჭაჭანება; ცხელი ქვიშის მეტი გარშემო არა მოჩანდა-რა.

ზღვაში გასვლის შემდეგ სამი დღე უწყალოდ იყვნენ. ბოლოს მიაგნეს ერთ წყაროსა, მაგრამ წყალი შიგ მეტად მწარე იყო დასალევად სულ არ ვარგოდა.

მაშინ ხალხმა დაიწყო მდურვა და ყვედრება. მოსემ შესთხოვა შველა უფალსა და მან უჩვენა წამლად ერთი ხე. ეს ხე ღვთის ბრძანებით, მოსემ ჩააგდო წყაროში; წყალი დატკბა, სასიამოვნო გემოსი შეიქმნა და ხალხმა მოიკლა წყურვილი.

ცოტა ხნის შემდეგ ისრაელთ გამოელიათ საგზალი პური, რომელიც მათ წამოღებული ჰქონდათ ეგვიპტიდან.

იმის მაგიერ, რომ უფლისათვის ეთხოვათ შველა და შეწევნა, ისინი მიადგნენ მოსეს და აჰრონსა და დაუწყეს საყვედური: თქვენ აქ დასახოცად წამოგვიყვანეთ, ის არა სჯობდა, ისევ ეგვიპტეში მოგვღებოდა ბოლო. იქ ჩვენ ხორცი და პური თავზედ საყრელად გვქონდა. აქ კი ყველაფერს მოკლებულნი ვართ.

მოსე მიიქცა ლოცვით უფლისადმი და მან მისცა საზრდო მშიერ ხალხს. ჯერ მოუვლინა მრავალნი გუნდნი მწყრისა და მეორე დილაზედ ისრაელთ გარშემო მიწა დაჰფინა რაღაც თეთრი და მრგვალი მარცვლით.

რა არის ესა? - ჰკითხავდნენ ერთმანერთს ისრაელნი. ეგ არის ზეციური პური, მანანა, რომელიც თქვენ საზრდოდ ღმერთმა მოგანიჭათ, - უპასუხა მოსემ.

ეს მრგვალი მარცვლები იყო ისეთი ტკბილი, როგორც თაფლი და ისეთივე ნოყიერი, როგორც საუკეთესო პური.

ამის შემდეგ მანანა უცვიოდათ ციდან ისრაელთა ყოველდღე, გარდა შაბათისა, მანამ ქანაანის ქვეყანაში არ შევიდნენ და არ დაემკვიდრნენ. მალე წყალი კიდევ შემოაკლდათ. ხელახლა ატყდა მათ შუა მდურვა.

მოსემ შესთხოვა უფალს შემწეობა და მან უბრძანა, კლდეს კვერთხი დაჰკარიო. მოსემ დაჰკრა თავისი კვერთხი და კლდემ შადრევანივით გადმოსხა. მწყურვალე ხალხი სიჩქარით დაეწაფა და მოიკლა წყურვილი.

ამის შემდეგ ისრაელთ თავს დაესხა ერთი ავაზაკი ხალხი, ამალეკნი, რომელნიც იმ უდაბნოში ცხოვრობდნენ. მოსემ საომრად თავისი თანაშემწე ისო გაგზავნა, თვითონ კი მთაზე ავიდა და აღაპყრნო ხელნი მაღლა და ევედრებოდა უფალს.

როცა მოსე ხელს მაღლა ასწევდა, ისრაელნი სძლევდნენ მტერსა, როცა დაუშვებდა, მტერი სძლევდა მათ.

ეს რომ შენიშნეს აჰრონმა და ერთმა სხვა კაცმა, რომლებიც მოსესთან იყვნენ, მოსეს ორივე მხრივ დაუჭირეს მაღლა აპყრობილი ხელები და მანამ არ ჩამოუშვეს, სანამ ისრაელთ სრულიად არ დასძლიეს თავისი მტერი.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ