მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 37035 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

სამოელი ჯავრობდა საულზედ. იგი ბევრს სტიროდა თავის ხალხის ბედს, რომელსაც პირველივე მეფემ უღალატა; მერმე უფალმა გამოეცხადა მას და უთხრა: სამოელ, რამდენი უნდა იტირო შენ საულზედ? აიღე მირონი და წადი ბეთლემში იესესთანა; მე ამოვარჩიე სამეფოდ ერთი იმის შვილთაგანი; მე გიჩვენებ შენ მას და შენ სცხებ მირონსა.

სამოელი მივიდა ბეთლემში და მოხუცთთაგან მათ ქალაქთა უთხრა: მე მოვალ აქა იმ განზრახვით, რომ თქვენთან ერთად მსხვერპლი შევსწირო ღმერთსა; შეიკრიბენით და მოუწოდეთ იესეს და მის შვილებს.

როცა ყველანი შეიკრენ და სამოელმა დაინახა იესეს უფროსი შვილი, რომელიც იყო ტანოვანი და მშვენიერი, იფიქრა, უთოდ ეს უნდა იყოს მომავალი მეფეო, მაგრამ უფალმა უთხრა; ნუ უყურებ მის პირისახის სილამაზეს, ეგ არ არის ჩემი ამორჩეული; მე ადამიანებივით პირისახეს როდი ვუცქერი, მე ვუყურებ სულს კაცისას.

იესემ, სამოელის სურვის თანახმად, რიგ-რიგად წარუდგინა მას ყველა თავისი შვილი, მაგრამ უფალი თითოეულზედ ეუბნებოდა: ეგ არ არის ჩემი ამორჩეულიო.

სამოელმა ბოლოს ჰკითხა იესეს: სულ ესენი არიან შენი შვილებიო? იესემ მიუგო: ერთი კიდევ მყავს, ყველაზედ უმცროსი, რომელიც ეხლა ცხვრად არის მთაში, გაიგნე და ახლავე მოიყვანე, - უთხრა სამოელმა.

ამ უმცროს შვილს იესესას ერქვა სახელად დავითი. შესდგა თუ არა დავითმა ფეხი სახლში, უფალმა უთხრა სამოელსა: სცხე მას მირონი, ეგ იქნება მეფე.

სამოელმა დაუძახა დავითს თავისთან და თავზედ დაასხა მირონი. მაშინვე სული წმინდა ჩამოვიდა მასზედ და ამ დროიდან იმფოფებოდა დავითთან.

რასაკვირველია, ჯერ სრულიად არავინ იცოდა, თუ დავითი მეფედ იყო ღვთისგან დანიშნული, არც საულმა, არც სხვებმა და არც დავითის ნათესავებმა.

სამოელმა არავის უთხრა, თუ რისთვის სცხო მირონი დავითსა. ვინც მირონცხება ნახა, იმათ შეეძლოთ ეფიქრათ, რომ სამოელმა დანიშნა დავითი წინასწარმეტყველად, რადგან ზოგჯერ წინასწარმეტყველება მირონცხებით ეძლეოდათ ღვთისმოყვარე პირებს ისრაელთა შორის.

ხორცით მშვენიერი დავითი იყო მშვენიერი სულითაც. იგი იყო მომთმენი, თავმდაბალი, ათასი სიკეთის და მქონე მაგრამ ყველაზე მეტად იგი იყო ერთგული ლოცვისა.

ვედრება ღმრთისა, მის წინაშე ამოთქმა თავისი სიხარულისა და დარდისა, თხოვნა ყველასათვის სიკეთისა იყო ყველაზედ საყვარელი და სასიხარულო საქმე დავითისათვის.

ღმერთმა ამიტომ განსაკუთრებით შეიყვარა დავითი. მწყემსობის დროს დავითმა მოიგონა შვიდსიმიანი საკრავის, ქნარის გაკეთება და მშვენივრად ისწავლა მასზე დაკვრა.

თავის ვედრებას უფალთან დავითი ლექსადა სთხზავდა და უკრავდა ამ საკრავზედ. ამ ლექსებიდან შესდგა “დავითნი” ანუ “ფსალმუნნი”.

დავითი იყო შვილისშვილისშვილი ბოოსია და რუთისა, იაკობის შვილის, იუდას შთამომავლობიდან, რომლისგანაც, თანახმად იაკობის წინასწარმეტყველებისა, უნდა გამოსულიყვნენ მეფენი;

ჯერ მანამ ისრაელის ერის მეფობას ჩააბარებდა ღმერთი დავითსა, იგი გახდა გამოჩენილი კაცი საულისა და ერისა.

ღმერთმა შემდეგ მას გამოაცდევინა არაერთი უბედურება და თავგადასავალი, რომ უფრო კარგად მოემზადებინა იგი მეფობისათვის და ერის სამართლიანი მართვისათვის.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ