მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 3691 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

მას უკან რაც საული მიატოვა უფალმა, იგი ჩავარდა მძიმე მდგომარეობაში. საშინელი დარდი და ვარამი შემოაწვა საულს გულზედა. აღარაფერი მას აღარ ახარებდა და არ ანუგეშებდა. მგლოვიარესავით იგი შეიპყრო აუტანელმა მწუხარებამ.

საულის ახლობლებმა არ იცოდნენ, რა ექნათ და რითი განექარვრბინათ მისი მწუხარება. ბოლოს ურჩიეს მას, ეშოვა კარგი დამკვრელი და მომღერალი. სიმღერა, გალობა და საკრავის დაკვრა გულიდან დარდს გადაგიყრისო, - ეუბნებოდნენ შინაურები საულსა.

დაუწყეს ძებნა ამისთანა კაცსა და მიაგნეს დავითსა, რომელიც მთელ თავის ქვეყანაში განთქმული იყო მშვენიერი ქნარის დაკვრით, საამური გალობით, ჩინებული ლექსებით და სიმღერით.

დავითი ამ დროს ცხვარში იყო. იგი მაშინვე გამოჰყვა მეფის კაცებს და მოვიდა საულის კარზე. საულს ძალიან მოეწონა მშვიდი, ლაზათიანი, მახვილგონიერი დავითი, დასტოვა თავისთან მგალობლად და მომღერლად და დანიშნა თავის მეაბჯრედ.

ერთხელ დავითი დაეთხოვა საულს და წავიდა რამდენიმე თვით თავის დედ-მამასთან. ამ დროს უეცრად საისრაელოს შემოესია მრავალი ჯარი ფილისტიმელთა. საულმა საჩქაროდ შეჰყარა თავისი ჯარი და გავიდა მტერთან საბრძოლველად.

მოწინააღმდეგე ჯარები დაუახლოვდნენ ერთმანერთს ერთ გრძელ ველზედ და იდგნენ ერთი-ერთმანერთის პირდაპირ გაჩერებულნი; ორივე მხარე ბრძოლისათვის ემზადებოდა.

ამ დროს ფილისტიმელების ჯარიდან გამოვიდა ერთი უშველებელი ტანის კაცი, სახელად გოლიათი და გაჩერდა ორ ჯარს შუა. მას თავზე ეხურა რკინის ქუდი, ხელში ეჭირა ვეებერთელა ფარი და შუბი და ტანზედ ეცვა ჯაჭვის პერანგი.

გოლიათმა დაუძახა ისრაელთა: რად უნდა ვიომოთ ყველამ? ამოარჩიეთ თქვენში ერთი კაცი და შემებრძოლოს მე. თუ იგი დამძლევს და მომკლავს, ჩვენ ყველანი დაგემორჩილებით თქვენ, თუკი მე ვაჯობებ, მაშინ თქვენ ყველანი უნდა დაგვმორჩილდეთ ჩვენ.

საულის ჯარში ცოტანი არ იყვნენ მამაცნი და ღონიერნი ვაჟკაცნი, მაგრამ ამისთანა გმირთან შებმა კი ვერავინ გაბედა.

გოლიათი ასე გამოდიოდა ყოველდღე და ითხოვდა საბრძოლოდ ისრაელთა, მაგრამ თვით ჩინებულნი ვაჟკაცნი შიშით უკან გაიქცეოდნენ ხოლმე, როცა გოლიათი უახლოვდებოდა ხოლმე ისრაელის ჯარსა.

გადიდგულებულმა გოლიათმა დაუწყო დაცინვა ისრაელთა და არცხვენდა მათ. სწორედ ამ დროს მოვიდა დავითი ისრაელის ჯარში, იგი მამამ გააგზავნა თავის შვილებთან, რომლებიც ჯარში ერივნენ, თან გაატანა საზრდო მათთვის და დააბარა, რომ მათი ამბავი შეეტყო და მიეტანა შინ.

გოლიათის კვეხნა და დაცინვა რომ გაიგონა, დავითმა სთქვა: მე გავალ და შევებრძოლები მაგასო. მისი სიტყვები მიუტანეს საულს, საულმა დაიბარა, და რომ შეხედა დავითს, უთხრა მას: შენ როგორ შეძლებ ამ გოლიათთან ბრძოლას? შენ ჯერ ბავშვი ხარ, ის კი ომში გამოცდილი გმირია.

დავითმა მოახსენა: მე, ჩემო ბატონო, მეცხვარე გახლდი მამაჩემის სახლში, როგორც მოგეხსენება, როცა ლომი ან დათვი მომტაცებდა ხოლმე ცხვარსა, მივეწეოდი და პირიდან გამოვტაცებდი; თუ მხეცი მე მომვარდებოდა, კისერში ჩავავლებდი ხელს, წავუჭერდი ღონივრად და ვაღრჩობდი. როგორ ბედავს ეგ უფლის ჯარის დაცინვას? უფალი დამაძლევინებდა ხოლმე ნადირთა, დამაძლევინებს მაგ მტერსაც.

მაშინ საულმა უთხრა: გადი, ღმერთი იყოს შენი შემწე. და ამასთან უბრძანა, რომ რკინის ქუდი დაეხურათ, ჯაჭვის პერანგი ჩაეცმიათ და მახვილი მიეცათ ხელში, დავითმა გაიარ-გამოიარა ამ ტანისამოსით და სთქვა: მე ყველა ეს მეჩოთირება, დაჩვეული არა ვარ ამისთანა რამეს. გაიხადა საომარი ტანისამოსი, ჩაიცვა თავისი საკუთარი, გაავსო პარკი ქვებით, დაიჭირა ხელში შურდული და გავიდა გოლიათის პირდაპირ.

გოლიათმა რომ დაინახა პატარა, ლამაზი მოწინააღმდეგე, უიარაღოდ გამოსული, დაუძახა: ქვებით და ჯოხით გამოდიხარ ჩემთან? ძაღლი ხომ არა ვარ, რომ მაგითი შემაშინო. მოდი ახლო, და მე შენს თავს შევაჭმევ დღესვე მინდვრის ნადირთა და ცის ფრინველთა.

დავითმა მიუგო: შენ მოდიხარ ჩემზედ მახვილით და ფარით, მე კი მოვდივარ ძალითა ღვთისათა. ყოვლადშემძლებელი ღმერთი თქვენ ყველას ჩვენს ხელში ჩაგყრით. მაშინ ყველანი ცხადად დაინახავენ, რომ უფალი იხსნის კაცსა არც ხანჯლითა და არც ფარითა.

როცა გოლიათი მიუახლოვდა დავითს, ამან ისე მძლავრად ესროლა ქვა შურდულით, რომ შუბლი შეუტეხა და გოლიათი მიწაზე დასცა. დავითმა მიირბინა და მისივე მახვილით მოჰკვეთა გოლიათს თავი.

ფილისტიმელების ჯარმა რომ ეს გასაოცარი უბედურება დაინახა, საშინლად შეშინდა და ზურგი იბრუნა. ისრაელის ჯარი გამოუდგა უკან, დაამარცხა მტერი და ბევრი ზარალი მისცა.

საულმა მაშინვე ჯარის ერთი ნაწილის უფროსობა ჩააბარა დავითს, რომელსაც ეკუთვნოდა მთელი გამარჯვების პატივი. უფროსს შვილს საულისას, იონათანს, ამ დროს ძალიან მოეწონა დავითი, თავისი სულივით შეიყვარა იგი და გაუხდა გულითადი მეგობარი.

ორივემ ერთმანერთს ფიცი მისცა, რომ სიკვდილამდე მეგობრები იქნებოდნენ. მეგობრობის ნიშნად მეფის შვილმა იონათანმა უბრალო მწყემსს აჩუქა თავისი საომარი ტანისამოსი, ძვირფასი ქამარი, მშვიდ-ისარი და მახვილი.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ