1
წმინდა იოანე კახეთს ზედაძენს სასწაულობით ქვიტკირს ცრემლთ ადენს; ქართლს წმინდა შიო ღვიმეს ძვლებს ავლენს, - ორნივ შვრებიან სასწაულს ამდენს.
2
ამ ორს მონასტერს მაქვნდა ალაგი, სასაფლაო და ძვალთ შესალაგი; ორივ ქვიტკირით აღშენებული, სახლ-გალავნებით დამშვენებული.
3
ახლა მობრძანდი, მნახველო, მნახე, მისად სანუფქოდ სად დავიმარხე! ხორცით აქ ვლპები, აწ ჩემი სული, არა ვიცი რა, სად არს მოსული!
4
ვით მე არ მინდო ცრუვმან საწუთრომ, ეგრეთვე, ვგონებ, არცა შენ გინდოს, შენ მე მიბრძანე ცოდვილს შენდობა, ღმერთმან შენ შენი ცოდვა შეგინდოს! |
დავითიანი / პოემა • • • • • • დავითიანი / შინაარსი |