1
მღვრდელო, რაც ღმერთმან მადლი მოგმადლა, არც აგიწონა, არც განგიადლა; დაუფასეებელს არ დასდვა ფასი არცა ერთი და არცა ათასი.
2
უსასყიდლოდა მღრდლობის კურთხევა, მოგცა ღირსებით მარჯვენეს მთხვევა; ასე გიბრძანა: ვით შენ მოგეცა, უსასყიდლოდა სხვათ მიეც შენცა.
3
ახლა მე თქვენა ამასა გვედრებ, ღვთის ნაწყალობევს ნე დანაყვედრებ; მკვდრისა პატრონსა სიკვდილის დროსა ბევრს ნუ შეუკვეთთ სამარხს-სამკვდროსა!
4
რაც განვიძრახე აწ მე განძრახვა, აწ თქვენცა გმართებსთ თვალთა დანახვა. როგორც მკვდარს უნდა კარგად დამარხვა, აგრევ ქვრივს-ობოლთ უნდა შანახვა.
5
ცოცხალი რომე პატარად ვღირდი, მკვდარს რად მედების მე ფასი დიდი? მღვრდელო, შენს მაცა, ძვირად ნე მყიდი, - რაც მოგითვალონ, მას მიითვლიდი! |
დავითიანი / პოემა • • • • • • დავითიანი / შინაარსი |