მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1935 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ზამთარ-ზაფხულისა და ქარების ბრძოლა

1

 

ერთს ქალს რუსული "ვესელა ვესნა"

ჩემთვის სახმილად ჩამოეკვესნა.

იმით ჩემი გული

იქმნა დადაგული,

მედების ალი!

 

2

 

ვიწვი, ვიდაგვი მწარედ საწყალი;

არავინა მყავს, დამასხას წყალი.

ღმერთო გეაჟები

წყლით სავსე გეაჯები

შენ მომაშველე!

 

3

 

უცებით ბრმასა მიხილე თვალი,

შენი მაცნობე მე გზა და კვალი.

მომეც მე შეტყობა,

კარგ-სიტყვით შეწყობა

შემაძლებინე!

 

4

 

იჯდა ზამთარი ბროლის ტახტზედა;

ხელი ხედ ედვა ფარ-ხმალ-ლახტზედა,

მზად ყვანდა ლაშქარი -

თოვლ-ყინვა, მას ქარი -

მოსწონდა თავი!

 

5

 

ჯართ მყვანებელად, ევროს ამირად

ყვანდა კეკიად მოპირდაპირად;

შემდეგად მას ლიფსი,

ზეფიროს ფვინქსი,

ბორია, ნოტოს.

 

6

 

ზაფხულს ამირად ჰყვანდა კეკია,

სად ევროს იდგა ნაცარქექია,

შემდეგად არგესტი,

აპილი ერღასტი,

თრასკე ლივონტოს.

 

7

 

არგესტიმ უთხრა: დრო არის, ლიფსი,

ადე, გამეცა, რა ქვეშა იფსი!

ეს ლიფსმან იწყინა,

უფროსად გაყინა

ლილო-ლეღმანი.

 

8

 

ლიფსსა და არგეტს შაექნათ ჩხუბი,

არგესტ საჯდომთა ლიფსს შასცა შუბი, -

დაიჭრა რა ლიფსი,

იხმო მან ფვინქსი,

მიუთხრა მასა:

 

9

 

არგესტს შავები, ნაცზე დავიჭერ.

უკაცრაოდ ვარ, შარდს ვეღარ ვიჭერ!

აწ ახლა შენ იცი,

ვით გაქვნდეს შენ ფიცი,

შენ გაისარჯე!

 

10

 

არგესტ დაყუჩდსა, ქროლისგან დადგა,

ფვინიქსის ბრძოლად ერღასტი ადგა.

გარდაუდგა წინა,

ლაშქრად ახლდა წვიმა,

ფვინიქსს ყვა თოვლნი.

 

11

 

ფვინიქს ერღასტის წამოუქროლა,

თოვლის ხორშაკით დაუწყო სროლა.

ერღასტიმ მას თოფნი,

წვიმა და ქარ-ჭყოპნი,

მას შეაყარა.

 

12

 

გატყდა, ამოსწყდა ფვინიქსის ჯარი,

ვერ მოიხმარეს თვისი აბჯარი;

ჩაუსველდათ თოფნი,

თავს დაესხათ ჭყოპნი,

დელგმა-ღოლფონი.

 

13

 

ერღასტს ეტყოდა ზეფიროს გმირი:

კმარა, დაჩუმდი ნუ მაღლა ყვირი.

ნუღარ ჰქრი თბილადა,

თვარ გაგხდი წბილადა!

დალაშქრა თრთვილით.

 

14

 

რა ზეფიროსმა შექმნა მუქარა,

აპილიოტმა ფეხს მოუჩქარა:

დაჰბერა მან თბილი,

განუგდო მას თრთვილი,

მზეც მოეხმარა.

 

15

 

ევროსთან იყვნენ ბორია, ნოტოს

და კეკიასთან თრასკე ლივონტოს,

მუნ შუამავლობენ,

მშვიდობას ცდილობენ

ერთმანერთშია.

 

16

 

ამ ქარებს გარდა სხვანი ქარები

დაუნდობელნი, არზაქარები,

იყვნენ შორს წასულნი,

ქვეყნად დაქსაქსულნი,

მუნ ვერცად ვნახე.

 

17

 

რა ესმა ევროსს ჯარის გატეხა,

ბორიას, ნოტოსს შემოუჭეხა:

თქვენ აქ რადა ხართო,

რატომ არ წახვალთო?

ჩვენს ჯარს უჭირსო!

 

18

 

ამას წყინობდა ევროს ამირი,

ავად სებმულა ზეფიროს გმირი.

აპილიოტიო,

ქმნილა მეოტიო

ზეფიროზისა.

 

19

 

აღდგა ჩრდიეთით ბორია ქარი,

გულით ფიცხელი, ხელ-ფეხით ცქარი,

მძლაფრადა გაყინა,

სუყველას აწყინა,

ვისაც სემოხვდა.

 

20

 

სად ზაფხულისა ვლიდა თარეში,

სულ გაუყინა მაღლა ჰაერში;

ასეთი ციოდა,

მკვდარი ძირს ცვიოდა

მაღლითგან დაბლა.

 

21

 

თრასკემ ბორიას კარგათ უმტერა,

წამოუგირგლა, სულ განუმტვერა;

ჰაერში ახვეტა,

დაუწყო მან ჟლეტა

ბორიას ლაშქარს.

 

22

 

ბორია დადგა, წამოდგა ნოტოს,

თრასკეც დაყუჩდა, აღდგა ლევონტოს.

ხვდა ლომსა ლომია,

შეიქნა ომია

მეტად ძლიერი!

 

23

 

ნოტოს დაჰყვირა ლევონტოსს მჭახედ:

ლევონტოს დახვდა გულმაგრა, მკვახედ;

დგენ გაბოტებითა,

სცემდნენ ტოტებითა

ერთმანერთს თავში.

 

24

 

ამირ კეკიამ იხმარა ხერხი,

ევროსს მოსტეხა ზარბაზნით ფეხი;

ასეთი შაშჭეხა,

ევროს ქნა ტანთ გრეხა

შიშისაგანა.

 

25

 

იპყრა კეკიამ ხელთ ევროს ქარი,

სრულად დამარცხდა ზამთრის ლაშქარი!

გაიქცა ჩაფარი,

სად იყო ზამთარი,

ხელთ იპყრა ხრმალ-ფარი.

შეჯდა რაშზედა!

 

26

 

ოდეს მოხსენდა, სიტყვა ჩაფრისა,

ჯარის სიმარცხე, მოშლა საფრისა,

წამოდგა ზამთარი,

ხელთ იპყრა ხრმალ-ფარი.

შეჯდა რაშზედა!

 

27

 

სადაც ბანაკად დგა გაზაფხული,

ხრმალგალესილი, შუბგამახული,

მიმართა ზამთარმან,

ჯავრით, ვით აფთარმან,

მას შეუტივა!

 

28

 

ზაფხულს მიუგო ავი სიტყვანი,

გარდააყარა თავსა სეტყვანი.

ზაფხულმან თოფხანა

სტყორცნა, თავს მოჰფხანა

მეხით ზამთარსა.

 

29

 

მზემან მსახურა ზაფხულს კეტილად,

ზამთრის სიცივე შესცვალა თბილად.

გაიქცა ზამთარი,

რაშს სტაცა ფაფარი:

დასცეს კიჟინა!

 

30

 

შეჯდა კეკია, იყო ცხენ-ჩქარი,

დააწყებინა შუბსა ზანზარი;

გამოუდგა მდევრად,

უკან მოსაწევრად

მიყვა ზამთარსა.

 

31

 

არ ჩამოეხსნა კეკია ქარი,

სანამ არ ჩაძვრა ქვესკნეთს ზამთარი.

აიღო ალაფი,

გარდასხა ღავს ლაფი

და გამობრუნდა!


დავითიანი / პოემა  • • •   დავითიანი - შინაარსი  • • •   დავითიანი / შინაარსი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ