მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1609 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

ყველას გვეწვევის სიკვდილი, გვმართებს დაუხვდეთ მზათაო,

ის ჩვენკენ მოდის, ჩვენ მისკენ, ვერცად აუქცევთ გზათაო.

ვიგონოთ ოთხი საქმე ეს, არ უთქვამთ უმეცართაო,

სიკვდილ, სასჯელი, გენია, სასუფეველი ცათაო.


ამისთვის მწყდების წელი და უკანა ზურგის მალები,

მოვა და მომკლავს სიკვდილი, მას ვერცად დავემალები,

გავექცე,ვერცად წაუვავ, ცხენებიც მყვანდეს მალები,

შავება, ვერას დანაკლებს ჩემნი თოფნი და ხმალები.


სიკვდილი ქრთამს არ აიღებს ოქროს, ვერცხლს, არცა რვალებსა;

არც არას გვისმენს ხვეწნასა, არც არას შეგვიბრალებსა;

გარდგვახდევინებს ვიხშითურთ მამა-პაპისა ვალებსა,

დაგვხოცს და მატლთა შეგვაჭმევს, გვამზადებს თავის ძვალებსა.


პასუხი კაცისა


სიკვდილო, მიკვირს მე შენი, ნეტა რაში გაქვს ძალები?

ტანზედა ხორცი არ გაკრავს, ხარ ცარიელი ძვალები,

ამდენის სულის ხორცითა რატომ არ დაიღალები!


პასუხი სიკვდილისა


სიკვდილმან უთხრა: ბერ-კაცო, ვისმინე რაც იტარტარე,

ყმაწვილნი ვხოცე წვრილები, პატარა არ ვაპატარე;

შენ ბერი-კაცი ცოცხალი მაგდენს ხანს ფეხზედ გატარე,

აწ ჩემი ნახე მხატვრობა, რაც ჩემზედ შენ იმხატვარე.


გაუწყრა, უთხრა: ბერ-კაცო, სიტყვებს რად მკადრებ ავსაო!

ჯერ შენთვის არა მცალიან, ცელს უსვამ სალესავსაო;

როცა გავლესავ, თავს მოგჭრი, შენს ცოლს ჩავაცმევ შავსაო;

სულ ამოგიწყვეტ მოყვასთა, გვარსა და ნათესავსაო.


პასუხი კაცისა


სიკვდილო,დიდად გემდური ათთათვის, განა ცხრათათვის,

ბარსა და ნიჩაბს ამზადებ ჩემის საფლავის თხრისათვის.

მატლნი, გველნი და ბაყაყნი მიმელის გამოხვრისათვის,

რომ არ გაძაგო, რად გაქო ცელით თავისა ჭრისათვის!


სიკვდილო, მე შენს ძაგებას წიგნად ვსწერ სამ-ოთხს ფურცელსა;

ვალალა შენსა მაქებელს, შენის სიკეთის მფუცველსა!

კაცს რომე სენი შეყარო, ბრჭვალი ჰკრა გულსა, მუცელსა,

განა იმ სენით ვერ მოკლავ, რაღად უმზადებ მუნ ცელსა?


სიკვდილო, შენი იგავი არა გავს ფარსაგს იგავსო,

ძვლები ხარ, მკვდარი, უსულო, ცელი კარგს მთიბავს გიგავსო;

თუ შენ გვთიბ, შენ გვჭამ, შენს ნაჭამს ვინ გიხვეტს, გიწმენდს, გიგავსო?

თუ არვინ გიხვეტს, უთუოდ ნეხვით ნიფხავი შიგ აქვსო.


პასუხი სიკვდილისა


კაცო, არა ვარ მთიბავი, არც მე მჭამელი თივისა,

იამებიან საწმელად, არ ვიცი, ის ფინთი ვისა?

კაცსა დაუკოდს გულ-ღვიძლსა სასმლის სმა მეტად ცივისა,

უდროოდ მუცლით ვინც კვდების, ტყუილად ჩემზე ჩივისა.


პასუხი კაცისა


ღვთისგან წყეულო სიკვდილო, ამდენის საკლავთ ხოცითა

კიდევ მჭლე ხარ და მშიერი, ვერ გამაძღარხარ ხორცითა.

რაც შენ მე ცრემლი მადინე, ვიწმინდე ხელსახოცითა,

იმდენი მეხი თავზედა დაგეცა ზეგარდმო ცითა!


პასუხი სიკვდილისა


არა ვარ ხორცის მჭამელი, არც თივის მთიბავ-მხვეტელი,

სული ვარ, ღვთისა ბრძანებით სამსახურისა მჭვრეტელი;

ვარ ხორციელთა ყოველთა მხოცელი, ამომწყვეტელი,

არვინ დარჩების ქვეყნადა თვალთ ნათელ-დაუშრეტელი.


პასუხი კაცისა


სიკვდილო, თუ ხარ მარტოკა, ქვეყანას როგორ უხვალო?

აღმოსავლეთს და დასავლეთს, სამხრეთს, ჩრდილოეთს სულ ხვალო.

აგრე ანაზდად მქცეველი რისაგან გამოსულხარო,

გამაგებინე მართალი, არა ვიცი რა, ვსწუხვარო.


პასუხი სიკვდილისა


ახლა კი გაქებ, სიკვდილო, მამწყინდა შენი ძაგება;

სენები სთქვი და გამხსენდა ცივებით აძაგძაგება;

ეგ მეც ვიცოდი, მაგრამე მე გამოგკითხე განგება,

სიკვდილ-სიცოცხლე, ორივე, არიან ღთისა განგება.


სიკვდილო, შენად საქებრად ჩამაგდე გულის-ხმაშია.

ტურფა ხარ თვალად, ტანადა, სულად ერჩევი ჯარშია;

ტანზედა დიბის ქათიბი, გიხდების კაბის არშია.

ფეხზედ წითელი ჩახჩური, მწვანე კემუხტის მაშია.


პასუხი სიკვდილისა


კაცო, რად შენ თავს ვერ ხედავ, თვით გონჯო დაბრეცილო და,

რომ დასჯექ ჩემად საკიცხად, წიგნსა სწერ სასაცილოდა,

აქ მეცა მაგის პასუხად თავს მოგჭრი უსაცილოდა,

მის ამარ გაგხდი, ვინც გივის სანუგეშ-საგენცილოდა.


კაცო, თვალთ გიჩანს, არ გიჭირს ნემსზედა ძაფის აგება,

ჩემის იგავის საცნობლად რად შენ თვალები აგება?

ვითარცა მხატვენ მხატვარნი, ისე გეგონოს აგება,

რომ შენ მოიღე ჩემზედა გამოხრულ მკვდართ კაცთ ძაგება.


კაცო, როდისაც მოკვდები, შენ ჩემებრ სახე გეცვლების,

ძვლებ-გამოხრული გახდები, ტანთ ხორცი შემოგეცლების.

სანამ ტვინი გიძს, ძვლებიდამ მატლი არ გამოეცლების,

მის დროს კი ვეღარ მაძაგებ, შენ ჩემთვის აღარ გეცლების.


პასუხი კაცისა


რას მეპარები, სიკვდილო, განა არ ვიცი მოხვალო!

ყოველთვის მზადა დაგხვდები, თუნდა დღეს, თუნდა მო ხვალო;

ეა გინდა ჩემგნით, რად მდევნი, შენ მჭლეო, ტანთ ჩამომხმარო!

ვეჭვობ, შენ ასე გგონია, არავინ მყავდეს მომხმარო.


პასუხი სიკვდილისა


გაწყრა, გარისხდა, სიკვდილმან გონება გაიფიცხაო,

კაცს შეუჭეხა ხმა-მაღლა, დათათხა, რადა მკიცხაო!

ვინც უნდა გყვანდეს მომხმარო, მე იმას არ გიკითხაო,

აწ მე შენ ასე გაგხადო, მშიერმან მგელმან ვით თხაო.


პასუხი კაცისა


სიკვდილო, ჩემის შეჭმითა ვერ გასუქდები მწვადადა,

შენ ღმერთი ცეცხლის ტბაშია ჩაგაგდებს დასაწვავადა,

ეს ჩემი სული ზეცადა უკვდავის ხორცით წავა,და,

წამოგიჯდება ზეიდამ წაკულვად, საპრაწავადა.


ამ სიტყვებზედა გარდაწყდა მათი ბჭობა და ცილობა;

საბრალოს ბერ-კაცს არ შერჩა სიკვდილის თავს აცილობა,

რა წამს გალესა, შემოკრა, არა სცა ხანთ-დაცლილობა,

სიკვდილის მზგავსად გაუხდა კაცს ტანთ-ხორცთ შემოცლილობა.


დავითიანი / პოემა  • • •   დავითიანი - შინაარსი  • • •   დავითიანი / შინაარსი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ