1
ვირემდის განახლდებოდა ძველი დღე-ღამე მზიანი, იფქლი კალოზედ ეყარა განურჩეველი, ბზიანი; ახალმან დღემან განწმინდა ღვარძლიან ნაკმაზიანი, მის დღითგან მოჩანს გარჩევით სარგებელი და ზიანი.
2
სანამ დღე ძველი დღეს ახალს ჩვენ დღედ არ გაგვითენებდა, მანამდის ჩვენსა დაშლილსა ვერავინ აღაშენებდა; რა დღე გათენდა ახალი, ქვეყანას დანაშვენებდა, ყურითაც კარგსა გვასმენდა, თვალითაც კარგს გვაჩვენებდა. |
დავითიანი / პოემა • • • • • • დავითიანი / შინაარსი |