1
ვა, რამდენი ყვავის ზაფხულს ახალნი, არ ვიცოდი ჯავრი დროთა, ავთ ხანი; ყოველთვის მე ვიყავ მისის იმედით, არასა ვპყრობდი ჩემთა სითავხედით, სასმენლად არ მინდოდა.
2
ბაღად ვიჯდი მასთან, ვისაც ვყვარობდი, ვარდთა სუნით, ყვავილთ ჭვრეტით ვხარობდი; არა მაქვნდა კვნესა, ვაი და ვიში, არცა წარწყმენდისა რიდი და შიში, ვნაღლობდი არასფერსა!
3
ცხოვრებასა ჩემსა მით ვატარებდი, მოყვარესა ჩემსა თავს ვაყვარებდი, განვსცხრებოდი, ვიშვებდი, ვიხარებდი, ჯავრთა და სევდათა მე ვიქარვებდი მას ბაღში შექცევითა!
4
შამადგომამ მოუწოდა ყინვასა, სიყვითლესა და ფოთოლთა ცვივნასა; მამეშალა მე მით წუთი-სოფელი, გამიცუდდა ყველა მაში მყოფელი, წამიხდა ჭირნახული.
5
აყრევინებს ზამთარი ფოთოლთ ხეთა. უხდენს სიკვდილი კაცთ კარგთა სახეთა! აწ გაფთხილდით, ვისაცა ჭკუვა გქონდესთ, რომე არა წარსწყმნდეთ, - სულითა სცხონდეთ, - ჩემსავით ნუ მოსცდებით.
6
ვაი მოკლებულსა სიბერით ბრმასა, ნეტავი მატებულს მოზარდსა ყრმასა! ბერიკაცი დაღმა მიდის გორვითა, ყრმა აღმართზედა ყინულზედ ცორვითა, ბერს უმძიმს, ყრმას მსუბუქ ჩანს. |
დავითიანი / პოემა • • • ![]() |