1
ვსთქვათ, რაც ვარდმან თავის თავზედ ქნა საქმე ავი: შეიძულა მან ბულბული, იყვარა ყვავი.
2
ბულბულმან სცნა, ბაღს შემოსწყრა, მთად ქნა ნავარდი, ასკილზედა დაიბუდა, განაგდო ვარდი.
3
ვარდმან უთხრა: მე, ბულბულო, აკი გიყვარდი; რატომ აგრე განმეშორე, ხომ არ გიყარდი?
4
ბულბულმან ჰრქვა: ვარდო, თუმცა გაქვს კარგი ფერი, ჩემთვის იყავ უფერული, არ შემიფერი.
5
შენი კარგი სილამაზე არს ჩემთვის ურგი, გულს საკონლად რომ მიგიკრი, მაქცივი ზურგი;
6
საკოცნელად მოხვეულსა მარიდი პირი, სხვას ახარი შეხვევნითა, მე კი მატირი.
7
მე გაჭმევდი, მე გასმევდი, მე გაცმევდი ტანთ, შენ დახარბდი მცირეს ძღვენთა სხვისგან მონატანთ.
8
მე ესე მკლავს, მით ლახვარი გულს გამიყარე; ჩემგან თვალად უვარესი შენ შეიყვარე.
9
რაც მოგითხარ, მით წამიხდა მე შენზედ გული, შენს საცოლქმროდ მე სურვილი მაქვს დაკარგული.
10
აწ მე წავალ, დავიკარგვი, აღარ მინდიხარ, წადი მასთან, განისვენე, მყვარი ვისიც ხარ.
11
რადგან ასე მომიგვარე მე შენს შესართავს, ის თუ გინდა, ქრმად შეირთევ, ნება დამირთავს.
12
ფუ შენ ცრუო საწუთროო, ხარ არაფერი! ვარდს ყვავს შერთავ, ასკილს ბულბულს, არს რა საფერი? |
დავითიანი / პოემა • • • • • • დავითიანი / შინაარსი |