ორნი ძმანი გაიყარნენ. ერთი ქვევრი ღვინო უნდა გაეყოთ.
შევიდნენ მარანში. მე ბევრი მერგებაო, ერთმა სთქვა;
არა, მე უფრო მეტი უნდა წავიღოო, მეორემ უთხრა.
მოუვიდათ ჩხუბი. ერთმანეთს თავ-პირი დაამტრიეს.
მოხადეს ქვევრი და ცარიელი კი დახვდათ.
იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები