1
მეფეო, ღმერთმან ნუ მოგცეს წუხილი, ჭმუნვა, ვიშობა. ნუ მოგიშალოს ნადიმი მუდამ დღეთ სულ მეჯლიშობა; ლაშქარი მოგცეს ურიცხვი, არ ჰქონდეს ანგარიშობა, მან მოგახმაროს, სად გინდეს, ვინც დღეს ქალწულთგან იშობა,
2
მოგვნიჭა ღმერთმან ძე თვისი და იშვა დღეს უშობელი, რქვა ბინდის ფერად მცნობელნო, მიცანით მე უცნობელი! აბა გაშინჯეთ ვარსკვლავით, მოგვნთა სცნეს რა საცნობელი, შიშობა ხელის წერილთა განაგდეს გამამპჭობელი.
ციოდა მოსკოს და იმის მონასიბათ თქმული
სოლაღ დგომა გვირჩევნია, აქ სიცოცხლე გვაქვს უდარო; კაპას ქარსა მჭვალი ეკრას, რას გვიშველი, ვთქვათ, სუდარო; შენ გაჰკურნე მწუხარება ადგომავ, და ქვავ-სუდარო! და ცოტად მდადს პურის საუჭმელო დაუგვიანდა; აგრევე მანამდის ქორწილს იქმოდა, ორს დაბალს აზნაურთან იდგა ფსონათა იმათზე მეტსა ხარჯევდა, იმის მონასიბათ თქმული. ეჯიბის პირი გახსენით, ხელზედ აღირსეთ ნამია; იქ ორწილიანს კაცთანა დახარჯის თვალის წამია; ეგ მეც არ მეფერებოდა, რაც მაგას დაუწამია. ბოძება განიძრახეს, იმის მონასიბად თქმული სიუხვის კოკა ბატონსა წინ უდგას, ვითა კულადა, იქ უდის მოწყალებანი ღარიბთა გასაკურნადა; ახალ უხილავს, ძველთ მცმელთა გულს არ გაუხდის წყლურადა აქ ათი ბიჭი ვახლავართ, მარტო მე გულნაკლულადა! |
დავითიანი / პოემა • • • • • • დავითიანი / შინაარსი |