1
ხორცია მიწა ტალახი, საწუთროს ფეხით ნალახი; სული უსხეულ მყოფელი, აქვს საუკუნო სოფელი. ხორცი მკვდარ-ხმელი ბალახი, აყოებულად ნანახი: სული ცხოვრების მპყრობელი, ვით ბაზმა გაუქრობელი.
2
ხორცთათვის დღისა სავალსა საგრძალს წაიღებ მრავალსა; არ გებრალების სულია, უსაგძლოდ შორს წასულია. ხორცს აცმევ ვახშსა და ვალსა, სული შიშველა დავალსა, ხორცს გიფშვნის მუშკის სუნია, სულს აგდის ნატისუნია. |
დავითიანი / პოემა • • • • • • დავითიანი / შინაარსი |