1
კმარა, კმარა, ნუღარა სცოდავ, სულს აგების მიხვდეს შვება, აწ დასწყნარდი, ნუ შფოთავ-ბორგავ, ნუ გაქვს ზმირინთ ზინზლად ფშვება!
2
ჩუმად იყავ, ნუ გამაგონებ, მაგ საქმეს იქს არცა სტერი. საძულს ალხენ, საყვარს აღონებ, შექნილხარ შენ თავის მტერი.
3
საძაგს საქმეს კაცს ვერას უქებ, კაცი კარგ საქმით იქნება. სულს კი ამჭლობ, ხორცს კი ასუქებ, აწ ცხოვნება ვით იქნება!
4
მოკლე არის ეს ცრუ სოფელი, კაცსა გრძლადა არ შერჩების, არს კაცთ სული უკვდავმყოფელი, ხორცი სიკვდილს ვერ მორჩების. |
დავითიანი / პოემა • • • • • • დავითიანი / შინაარსი |