ეს იყო (გრიგოლი) წარჩინებული და მართლმადიდებელი მშობლების შვილი, აღიზარდა ნერსე ერისთავის სასახლეში ღვთისმოსავი დედოფლის, ნერსეს ცოლის მიერ, რომელსაც ეშვილა იგი, რადგან გრიგოლი მისი ძმისწული იყო.
გრიგოლს განსაკუთრებული ათვისების უნარი ჰქონდა, რადგან სწრაფად დაისწავლა დავითნი და ღვთისმსახურების დროს წარმოსათქმელი წმინდა წერილის ახსნა-განმარტება.
ისწავლა ყველაფერი, რაც ქართულ ენაზე იყო და მრავალ ენაზე ისწავლა წერა-კითხვა და საღმრთო წიგნებიც ზეპირად დაისწავლა (ბიბლია დაიზეპირა).
აგრეთვე ფილოსოფოსთა ნააზრევსაც გაეცნო, რასაც კეთილს მიაკვლევდა ფილოსოფოსთა სწავლებაში, შეითვისებდა, ხოლო ცუდს მოიშორებდა. არაქრისტიანულ სიბრძნეს დასცინოდა.
მისის სრულყოფილების ამბავი მალე ქვეყანას მოედო,
მადლიანი საუბარი იცოდა. ლაპარაკობდა ბრძნულად და მოზომილად. ზრდასთან ერთად, სათნოებაც ემატებოდა, რადგან არ იყო ქედმაღალი, როგორც ეს ჭაბუკებს სჩვევიათ ხოლმე.
არ იყო ნუგბარი საჭმელების მოყვარე და მხოლოდ ღარიბულ საჭმელს იღებდა სხეულის მოსაძლიერებლად ნეტარი გრიგოლი - თავმდაბალი და სულიერ საზრდოს მონატრებული, მშვიდი და გულმოწყალე.
გრიგოლი ფიზიკურად იყო წარმოსადეგი, გამხდარი, ტანსრული, სრულიად კეთილი, ჯანმრთელი და უმანკო.
სასკოლო ლიტერატურა ... ... გრიგოლ ხანძთელი / შინაარსი |