მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 67815 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ფრიდონის სასახლეში დიდი ზეიმი იყო. სანატრელი სტუმრების საამებლად ხელგაშლილი მასპინძელი არაფერს იშურებდა. ტარიელისა და ნესტანისათვის თეთრ-ძოწეული საჯდომი მოაკაზმვინა, წითელ-ყვითელი თვლებით კეკლუცად მოოჭვილი, "ავთანდილისთვის  - ყვითელი და შავი ერთგან რეული”. რა მოვიდნენ და დასხდნენ, მათი ჭვრეტით ყველას სული ელეოდა. მომღერალ-მოსაკრავენი ტკბილ ჰანგებს აჟღერებდნენ. უსაზომო ქორწილი გაიმართა. ნეფე-პატარძალს დიდძალი ტურფა სტავრა-ატლასი და უებრო თვალ-მარგალიტი მოართვეს საჩუქრად.


"მოიღეს ძღვენი უსახო ფრიდონის არ-ალქატისა,

ცხრა მარგალიტი, სიდიდით მართ ვითა კვერცხი ბატისა,

კვლა ერთი თვალი, სამსგავსო მზისა შუქ-მონამატისა,

მას წინა ღამით ძალ-ედვის მხატვარსა ხატვა ხატისა."


მერე ფრიდონმა კვლავ დიდრონი მარგალიტით სავსე მძიმე ლანგარი მოატანინა და ავთანდილს უძღვნა. თითოს თითო ყელსაბამიც მიართვა, ერთობ მრგვლად დათლილი იაგუნდისა იყო. მათ ყოველივე დიდად დაუამადლეს.

რვა დღეს ქორწილობდნენ, საკრავთა ჟღერა არა წყდებოდა, მოჰქონდათ და მოჰქონდათ ნაირნაირი ძვირფასზე ძვირფასი ძღვენი, იშვებდნენ და იხარებდნენ უბადლო მიჯნურთა ბედნიერებით: "აჰა, მიხვდეს შესაფერნი ყმა ქალსა და ქალი ყმასა”.

ქორწილი რომ გაიყარა, ტარიელმა ფრიდონი გაიხმო და ტკბილად ეუბნა, გულისნადები გადაუშალა: 

- ვიცი, ძმაზედ უფრო მიგაჩნივარ და თუნდ სიცოცხლე შემოგწირო, მაინც ვერ გიზღავ, იმდენი ამაგი მიგიძღვის: მომაკვდავმა "ჩემი წამალი წყლულისა” მე ხომ თქვენგან ვპოვე.

ისიც კარგად მოგეხსენება, ავთანდილმა რა თავდადება გამოიჩინა ჩემთვის. მოდი, ჰკითხე, რას აპირებს გაგვიმჟღავნოს და, მან რომ მტანჯველი ცეცხლი ჩამიქრო, ახლა მეც მწადია მაგიერი მივაგო, მივეხმარო, ეყოფა ამდენი წვა-დაგვა.

უთხარი: ძმაო, რაც შენ ჩემთვის ჭირი გინახავს, ვერა და ვერ გადავიხდი, "ღმერთი მოგცემს წყალობასა, მისგან ზეცით შესახულსა!” მაგრამ საშენოდ ერთი განზრახვა მაქვს და, სანამ იმას არ ავისრულებ, სანამ გულის საწადელს არა გწევ, მანამ შინ წამსვლელი არა ვარ-თქო.

ამას ვარჩევ, არაბეთს გავეშუროთ და, ეს იცოდე-თქო, რაც გინდოდა იყოს, ტკბილი სიტყვით იქნება, თუ ხმალდახმალ ბრძოლით, ვიდრე შენ შენსას "არ შეგრთავ, მე ჩემსას არ ვექმარები”.

ფრიდონმა რომ ტარიელის დანაბარები უთხრა, ავთანდილს გაეცინა და, ღიმილით გაბადრული, კიდევ უფრო დამშვენდა, მიუგო: მშველელი რად მინდა, თავად უვნებელი ვარ და "ჩემი მზე არცა ქაჯთა ჰყავს”, არც შვება-ლხენა აკლიაო. მერე ფრიდონისავე პირით ტარიელს პასუხად შეუთვალა:


"ჩემი მზე ტახტსა ზედა ზის, მორჭმული ღმრთისა ნებითა,

საკრძალავი და უკადრი, ლაღი, არვისგან ვნებით-ა,

არცა რა უმძიმს ქაჯთაგან, არცა გრძნეულთა გრძნებითა,

და მას ზედა შველა რად მინდა? რად მეჭვ რასაცა თნებითა?


რა მოვა ჩემთვის განგება, ზეცით მოსრულნი ზენანი,

ღმერთი იწადებს, მომივლენ გულსა სახმილთა ლხენანი;

მაშინღა მომხვდენ მოკვდავსა მზისა ელვათა ფენანი,

და უმისჟამისოდ ცუდია ჩემგან მი და მო რბენანი."


- მეფეო, დაბადებითვე დამბედებია, შენ გემსახურო, და მადლის გადახდა არა გმართებს, რაგინდ თავაზიანიც იყო. სიკეთით სავსე ხარ და კეთილ საქმეს ესწრაფი, გწადია, სატრფოს შემაწყვილო. მაგრამ მე იქ ხმალი "არ მიკვეთს, არცა სივრცელე ენისა”, მიჯობს, ღვთის განგებას მოთმინებით დაველოდო.

ახლა ჩემი უპირველესი ნატვრა ესაა, ინდოეთის სამეფო ტახტზედ განცხრომითა და დიდებით დაბრძანებული გიხილო, გვერდს გიმშვენებდეს "მნათობი პირი ელვათა მკრთომარე”, მტერთათვის ერთობ მუსრი გაგევლოს, შემობმას ვეღარავინ გიბედავდეს.

მე, შენს ფერხთა მტვერს, ღმერთმა მანამდის ნურა მაღირსოს რა. ეს ნატვრა რომ ამიხდება, აი, მაშინ კი არაბეთს მივაშურებ, ჩემს მზეს ვეახლები და, თავად მას "ოდესცა სწადდეს, დამივსნეს ამა ცეცხლისა დებანი”. მეტი რაღა მინდა ან შენ ამაოდ რაზედ გაგსაჯო?! ფუჭი ამება მძულს და არ შემიძლია.

ავთანდილს რაც შემოეთვალა, ფრიდონმა უკლებლივ მოახსენა, მაგრამ ტარიელი თავისას მაინც არ იშლიდა: რა საკითხავია, მაგას არა და არ ვიზამო, როგორ მან მიპოვაო ჩემი მაცოცხლებელი, "მიზეზნი ჩემისა სულთა დგმისანი”, ისევე ახლა თვითონაც ნახოს, გამოსცადოსო სამისოდ მოძმის ძალ-გული. მიდი და უთხარიო ეს ჩემი ალალი სიტყვა:

- მე შენი გამზრდელის უნახავად არ დავდგები, მგონია, საყვარელი მსახურნი მაშინ მრავლად დავუხოცე, მოვუბოდიშებ, მისგან შენდობას ვითხოვ-თქო. ამის მეტად მოციქული ნუღარ გინდა, ხვალ უსათუოდ წავალ და, რა ვეახლები, საშენოდ ასულის ხელს გამოვსთხოვ, შევეხვეწები, შევაგუებ, "მე არ მიზამს არაბთ მეფე”, რომ გაწბილებული გამომისტუმროს-თქო.

ახლა ფრიდონმა ტარიელის დანაბარები ავთანდილს უამბო და თან დასძინა: ამაოდ ცდილობ, მაინც არ დადგება და თავისას გაიტანსო. ჭაბუკს მეტად დაუმძიმდა, გულს ურვის ალი შემოენთო, მოყმეს ხომ მეფის რიდი და მოკრძალება მართებს და მე ესოდენ კადნიერად როგორ მოვექცეო როსტევანს. ავთანდილი მივიდა, ტარიელს მუხლი მოუყარა და:


"ფერხთა ეხვევის, აკოცებს, აღარ შეხედავს ზე წელად,

ეტყვის: `კმა, რაცა შევსცოდე როსტანს წლეულად მე წელად,

კვლა ნუ მიქმ ერთგულობისა გამტეხლად, და-ცა-მლეწელად."


- შენ რომ ეპირები, იმას ღვთის სამართალი არ დაგანებებს. მითხარი, ჩემთვის ზრუნვით ფერგადალეულ გამზრდელ ხელმწიფეს როგორ ვუმუხთლო და მის საზიანოდ ხელი როგორ გავძრა, პატრონზედ ხმალი ვით შევმართო?!

ეგ საქციელი თვით სატრფოსაც მომამდურვებს, გამირისხდება და თავს მომანატრებს, ჭვრეტას აღარ მაღირსებს, მის ამბავსაც ძნელად თუ შევიტყობ. მაშინ ხომ დავიღუპე, არ მაპატიებს, ძეხორციელი ვეღარავინ მომეშველება!

ტარიელმა, მღიმარე რომ შუქს მზისაებრ აფენდა, ძმობილს ხელი მოჰკიდა, ააყენა და სიცილით უთხრა: რაც რამ კარგი მჭირს, ერთობ შენი შემწეობითაა, მაგრამ სჯობია, ახლა "შენცა გალხინოს ჩემმან შენითა ლხენამან”. მაგას ვერ მოგიწონებ, არც მეტისმეტი მოწიწება ვარგა:


"დია მძულს მეტი მოყვრისა შიში, კრძალვა და რიდობა,

მძულს გაუწყვედლად კუშტობა და სულ-მძიმობა, დიდობა. 

თუ მოყვარეა, გულისა ქმნას ჩემკე მონაზიდობა,

თვარა მე ჩემდა, იგ მისდა, დია სჯობს კიდის-კიდობა."


- ვიცი, შენი სატრფოს გული შენ გეკუთვნის და არ ეწყინება, მე რომ ვესტუმრები, თქვენი გაბედნიერების მსურველი. როსტევანის ნახვა ხომ სანატრელია და მეც ვნატრობ.

ნუ გგონია, მასთან ყბედობას მოვყვე, ხელმწიფეს უკადრისი შევკადრო, ოდენ ერთ რამეს შევეხვეწები: ისე ქნას, თითქოს მასვე მოუვიდა აზრად, ასული ცოლად მოგცეს. რახან ბოლო მაინც შეერთებაა, შორიშორ ყოფნას გაძლება არ უნდა? ბარემ ახლავე `დააშვენეთ ერთმანერთი, თავის-თავის ნუ დასჭნებით!”

როცა დარწმუნდა, ტარიელი თავისას არ დაიშლიდა, ავთანდილი მეტად აღარ შეურჩებია, დაჰყაბულდა. ფრიდონმა მათ რჩეული მხლებელნი აახლა და, რაღა თქმა უნდა, თვითონაც თან გაჰყვა.

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  ვეფხისტყაოსნის შინაარსი • • •  ვეფხისტყაოსანი / შინაარსი
 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ