მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 118375 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ავთანდილმა ხომალდით ზღვა გამოვლო. მერე ცხენით გაემართა, მოხდენილად მიირხეოდა. ტარიელთან სანატრელი ამბავი მიჰქონდა და მიუხაროდა.

ზაფხული მოახლოებულიყო, "ეტლის ცვალება მზისაგან, შეჯდომა სარატანისა”, მიწის ამწვანებისა და ვარდის გაფურჩქვნის ჟამი იდგა, ძმობილთაგან დათქმული პაემნის ჟამი. ჭაბუკი დიდი ხნის უნახავი ვარდის დანახვამ გაახარა. ჟუჟუნა წვიმა წამოვიდა:


"აგრგვინდა ცა და ღრუბელნი ცროდეს ბროლისა ცვარითა.

ვარდთა აკოცა ბაგითა, მითვე ვარდისა დარითა."


ვარდ-ყვავილებს ალერსით შესცქეროდა, ტარიელის ნაცვლად მათ ებაასებოდა და ამით ხარობდა. მეგობრის გახსენებაზე ცხარე ცრემლი სდიოდა. უცხო და უდაბური არე-მიდამონი გავლო, ხიფათით სავსე უგზო გზით იარა: "სადაცა ნახნის, დახოცნის ლომ-ვეფხნი მოშამბნარენი”.

გამოქვაბულნი რომ გამოჩნდა, იცნო და ეამა, გაიფიქრა: აი, ჩემი მეგობრის სამყოფელი, ვისთვისაც ცრემლი მდენიაო. დიაღაც, ღირსი ვარ, პირისპირ ვნახო, სათქმელი ვუთხრა და გავახარო! მაგრამ რაღა ვქნა, თუ წავიდა და გადაიკარგა, მაშინ ხომ ყველაფერმა ფუჭად ჩამიარა?! მოსული თუა, შინ დიდხანს მაინც არ გაჩერდებოდა, სადმე ახლომახლო ველად იქნება მხეცებრ გაჭრილი, სჯობია, შამბნარს გავუყვეო.

ეს თქვა და შამბნარისაკენ გაუხვია. ტაიჭს კოხტად მიათამაშებდა და მხიარულად მიიმღეროდა, ძმობილს სახელით უხმობდა ხალისიანდ მოყიჟინე. ცოტაოდენი მანძილი კი გაიარა და "გამოჩნდა მზე სინათლითა სრულითა”: შამბნარის პირას ტარიელი ქვეითად იდგა, ცხენი თან არა ჰყავდა, ლომი მოეკლა და ხელთ სისხლიანი ხმალი ეპყრა.

ავთანდილის ძახილი რომ ესმოდა, გაოცებას იყო. რა დაინახა, ხმალი განზედ გატყორცნა და ძმობილს მიაშურა, სულ ხტუნვა-ხტუნვით მირბოდა. ავთანდილი ცხენიდან გადმოიჭრა, მოყმენი ერთმანეთს ყელზედ მოეხვივნენ და აკოცეს, უებრო ბაგეთაგან ტკბილსა და საალერსო სიტყვებს აფრქვევდნენ: "ხმა შაქრის-ფერად გაუხდა ვარდსა, ხშირ-ხშირად პობილსა”. ტარიელს ტირილი მოერია. თვალთაგან მონადენ სისხლის ცრემლს ხშირი შავი წამწამები წითლად შეეღება, ახოვან ტანს მრავალკეცად ჩამოღვრილი ცრემლის წყარო ურწყავდა:


"სისხლისა ღვარმან შეღება წითლად გიშრისა ტევრები,

ალვასა წყარო ცრემლისა მორწყავს, ნაკადი ბევრები."


ენამჭევრად, მიმზიდველად მოთქვამდა. ძმობილს უთხრა: შენი ნახვა რახან მეღირსა, რაგინდ ტანჯვაშიაც ვიყო, აღარ ვნაღვლობო. ავთანდილი ლაღად შესცინოდა, ძოწისფერ ბაგეზედ ღიმილი დასთამაშებდა: "გაღიმდის, ძოწი გააპის, კბილთაგან ელვა ჰკრთებოდა”.

ტარიელს მიახარა: შენი გულის დამაამებელი ამბავი გავიგე! ახლა ხომ სიცოცხლის ხალისით აივსები, აქამდის თუ ურვით კვდებოდიო: "აწ გაახლდების ყვავილი, ვარდი აქამდის ჭნებოდა”.

- ძმაო, დღეს რომ გავიხარე, სიხარულად მეყოფა, მთელი ჩემი შვება და ლხენა შენი ნახვაა, - მიუგო ტარიელმა, - აღარა სთქვა, თითქოს მისი რამ გსმენია, სხვა წამალი კი ღმერთმა ნუ მომცეს! რა გაეწყობა, ზეციურს ქვეყნად ვინ იპოვის: "კაცმანმცა სოფელს ვით პოვა, რაცა რა საქმე ზენია!”

რახან სიტყვით ვერ დააჯერა, ავთანდილი აჩქარდა, აღარ დააყოვნა და ამოიღო მოსახვევის კიდე, მას რომ გამოეგზავნა, "ვინ ბაგეთა ვარდი ვარდა”. ტარიელმა ნახვისთანავე იცნო, მსწრაფლ გამოართვა, გაშალა და გულში ჩაიხუტა. მეტი ძალა აღარ ეყო: ფერი გაუკრთა და შავი წამწამები დახარა, "მოდრიკა თავი გიშრისა ტალამან”, გონწასული დაეცა.

ძმობილი ძმობილს მოეჭიდა და ცდილობდა მოესულიერებინა, მაგრამ ვერა არგო რა "დამწვარსა, სრულად ცეცხლ-ნადებარესა”, სიცოცხლის ნიშანწყალი ერთობ გასცლოდა. მერე გვერდით მიუჯდა, გულმოკლული ტიროდა და გოდებდა, ყორანივით შავ თმას ბღუჯა-ბღუჯად იგლეჯდა, დაკაწრული ღაწვებიდან სისხლი ღვარად ჩამოსდიოდა:


"ავთანდილ დაჯდა ტირილად, ტირს ხმითა შვენიერითა,

ყორანსა გაჰგლეჯს ხშირ-ხშირად, აფრთხობს ბროლისა ჭერითა,

გახეთქა ლალი, გათლილი ანდამატისა კვერითა,

მუნით წყარონი გამოჩნდეს, ძოწსა ვამსგავსე ფერითა."


- რაცა ვქენ, გიჟსაც არ უქნია, - ვაებდა ავთანდილი, - მე მოვკალ ჩემი მეგობარი, თავი შევირცხვინე, ახლა კი რაღას ვუშველი! სანამ დრო იყო, საქმეს დინჯად ვერ დავუხვდი, ძნელად ჩასაქრობ ცეცხლს წყალი სწრაფად დავასხი, დავივიწყე ბრძენთა ნათქვამი, რომ ზოგჯერ "სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა!” რად ვერ მოვიაზრე, მომეტებული სიხარულის ჯიქურ დაჯახებას გული ვერ გაუძლებდა?!

ტარიელი უგონოდ იწვა, ჩალურჯებულიყო, მკდვრის ფერი დასდებოდა. ავთანდილი წამოდგა და წყლის საძებნელად გაემართა. შამბნარში რომ გაიარა, მახვილით განგმირულ ლომს წააწყდა. მისი სისხლი პეშვით აიღო, მოვიდა, ძმობილს ასხურა, "მკერდსა დაასხა მას ლომსა სისხლი ლომისა”, და ლაჟვარდი ლალისფრად გაუხადა.

ტარიელი შეკრთა, შავი წამწამები შეარხია, "შეირხა რაზმი ინდოთა ტომისა”, თვალი გაახილა. ჯერ ისევ ფერმიხდილი ჩანდა, სილურჯის იერი დაჰკრავდა: "ლურჯად ჩანს შუქი მთვარისა, მზისაგან შუქ-ნაკრთომისა”. ძალა მოიკრიბა და წამოჯდა.


"ზამთარი ვარდთა გაახმობს, ფურცელნი ჩამოსცვივიან,

ზაფხულის მზისა სიახლე დასწვავს, გვალვასა ჩივიან,

მაგრა მას ზედა ბულბულნი ტურფასა ხმასა ყივიან, -

და სიცხე სწვავს, ყინვა დააზრობს, წყლულნი ორჯერვე სტკივიან.


აგრევე გული კაცისა მოსაგვარებლად ძნელია,

ჭირსა და ლხინსა ორსავე ზედა მართ ვითა ხელია,

მიწყივ წყლულდების, საწუთრო მისი აროდეს მრთელია.

და იგი მიენდოს სოფელსა, ვინცა თავისა მტერია!"


ტარიელმა თავისი დამდაგველის წერილი ძლივძლივობით წაიკითხა, უზომოდ ღელავდა, ცრემლი სინათლეს უხშობდა, დღის შუქი ბნელად ეჩვენებოდა. ავთანდილი შემოსწყრა:

- არა, შენისთანა განსწავლულ კაცს ეგ არ ეკადრება, ღიმილი გვმართებს და რაღად სტირი?! ადექი, იმ გადაკარგული მზის საძებნელად წავიდეთ და, საცა შენ გწადია, იქ მალე მიგიყვან! ოღონდ ჯერ შესაფერისად გავიხაროთ, მერე კი შევსხდეთ და ქაჯეთს გავეშუროთ. ვინც წინ გადაგვიდგეს, ერთობ ხმლით ავკაფოთ და თავად ლაღნი, უვნებელნი დავბრუნდეთ.

ტარიელმა ამბავი გამოჰკითხა. გული აღარ უღონდებოდა, ხალისიანდ შეჰყურებდა და უსმენდა. ბედნიერებით გაბრწყინებულს თვალებიდან "შავ-თეთრი ელვა ჰკრთებოდა, მართ ვითა ლალსა მზისაგან, მას ფერი ეზარდებოდა”. რა მოისმინა, ავთანდილს მადლი მოახსენა და უთხრა: შენს ამაგს მე ვერ გადაგიხდი, მაგრამ ჩემ მაგიერ ღმერთი გიზღავსო.


"მე შენი ქება ვითა ვთქვა, ბრძენთაგან საქებარისა!

ვითა ზე-მთისა წყარომან, მოჰრწყე ყვავილი ბარისა,

დამწყვიდე დენა ცრემლისა, ნარგისთა ნაგუბარისა”.


შესხდნენ და ასმათისაკენ გაემართნენ, სიხარულით სავსენი. ქალი გამოქვაბულის კართან მარტო იჯდა, ხალვათად იყო. თმააშლილი, პერანგისამარა. ტარიელი შორიდანვე შენიშნა, თეთრტაიჭოსანი მოყმეც იცნო, მას რომ თან მოჰყვებოდა. მალე მათი ხმაც გაიგონა, "ორნივე ტურფად იმღერდეს, ვით იადონი მგოსანი”.

ასმათი ზეზე წამოვარდა, გაოცებისაგან რეტი ესხმოდა: აქამდის მუდამ მტირალის მოსვლა ენახა და უკვირდა, ახლა რომ სიამით მომღერალ ტარიელს ხედავდა. შეამჩნიეს თუ არა დობილი, მათ გაუღიმეს და მხიარულად გასძახეს:


"ჰე ასმათო, მოგვივიდა მოწყალება ღმრთისა ზენით,

ვპოვეთ მთვარე დაკარგული, რაცა გვწადდა, იგი ვქმენით,

აწ გავხედით ბედისაგან ცეცხლთა შრეტით, ჭირთა ლხენით!”


ავთანდილი ცხენიდან ჩამოხტა და ასმათს მოეხვია. დობილი ახოვან ჭაბუკს მოეჭდო, მისწვდა "ალვასა, შტო მოჰყვა მოსარხეველად”, ყელსა და პირზედ ჰკოცნიდა, ცრემლად იღვრებოდა. მერე ჰკითხა: რა ჰქენი, რა შეიტყვე, გეხვეწები, მიამბეო.

ავთანდილმა მას გაუწოდა ბარათი "ალვისა შტო-დამჭნარისა, მთვარისა ფერ-მიხდილისა” და უთხრა: აი, ნახე, შენი გაზრდილის ნაწერია! მის ტანჯვას მალე ბოლო მოეღება და გულს ეს გვიხარებსო: "მზე მოგვეახლა, მოგვეცა ჩვენ მოშორვება ჩრდილისა”.

ასმათმა ბარათს დახედა თუ არა, მისი ხელი მაშინვე იცნო. მომეტებული განცვიფრებისაგან ათრთოლდა, "ტერფით თხემამდის” ჟრუანტელმა დაუარა, თქვა: ეს რა ვნახე და რა გავიგონე, დავიჯერო ნამდვილიაო?! ნუ გეშიანია, ნამდვილიაო, დაუდასტურა ავთანდილმა, ჭირი მოგვშორდა და ლხინი მოგვეცა:


"მზე მოგვეახლა, უკუნი ჩვენთვის აღარ ბნელია,

ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!”


- მისმინე, ისეთ ამბავს გიამბობ, მოამბედ ვერ დამიწუნო, - უთხრა ტარიელმა ძმობილს: - აქ რომ დევები ამოვწყვიტე, მას შემდეგ მათი დიდძალი განძი ხელუხლებელი ძევს. მე არ დამჭირვებია და არც მინახავს. მოდი, საუნჯენი გავხსნათ და გავსინჯოთ, შიგ რა სიმდიდრეა.

ავთანდილს ეამა, ადგა და გაჰყვა, ასმათიც თან წაიტანეს. ორმოცი საგანძურის კარი შელეწეს და შევიდნენ. უამრავი და უმაგალითო განძი დახვდათ: ხელწმინდად გათლილი ძვირფასი თვლები გროვად ეყარა, "ჩნდის მარგალიტი ოდენი ბურთისა საბურთალისა”, ოქროს ხომ ვერავინ დაითვლიდა, ანგარიში არ ეგებოდა!

ორმოცივე საგანძური განძით იყო გამოტენილი. ერთი გამოქვაბული აბჯრის შესანახად ჰქონოდათ, ყოველნაირი იარაღ-საჭურველი მწნილივით ჩაეწყოთ. იქვე კიდობანი იდგა, საგულდაგულოდ დაკეტილი და ბეჭედდასმული, ზედ ეწერა: შიგ ჯავშან-მუზარადი და ალმასივით ბასრი ხმალია, დევთ რომ ქაჯნი შემოებან, იმ მძიმე დღისთვისო, მანამდე ვინც გახსნას და ამოიღოს, მეფის მოღალატეა, მისი მკვლელიაო.

კიდობანში სამი ხელი აბჯარ-იარაღი იპოვეს, რასაც კი სამი მეომარი რაინდი შეიმოსავდა. ხმალი, მუზარადი და ჯაჭვის პერანგი საბარკულითურთ მოზურმუხტებულ ბუდეებში იდო. ჩაიცვეს და, რარიგ გვევარგებაო, მოსასინჯავად ერთმანეთს მიეტივნენ. ჯავშან-მუზარადს ვერა ავნეს რა, თუმცა ხმალი ისეთი იყო, რკინას ბამბის მკედივით ჭრიდა. უზომოდ მოეწონათ, "მათ უღირს ყოვლად ქვეყანად, შევატყევ, არ გაჰყიდიან”.

ხარობდნენ, ნიშნად ესეც კმარა, რომ ბედი გვიღიმის, ღმერთმა წყალობის თვალით გადმოგვხედაო. იმ აბჯრიდან თითო ხელი თავად დაიტოვეს, ერთიც "ფრიდონის საძღვნობლად შეკრეს ღვედითა”. ურჩეულესი თვალ-მარგალიტი თან წამოიღეს, ოქროც არ დავიწყებიათ.


"ავთანდილ თქვა: `ამას იქით დავამაგრო ხრმალთა ნები,

ამას ღამე არსად წავალ, რა გათენდეს, არ დავდგები”.

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  ვეფხისტყაოსნის შინაარსი • • •  ვეფხისტყაოსანი / შინაარსი
 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ