მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 154435 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

გამოქვაბულისაკენ მიმავალნი ასმათმა შორიდანვე შენიშნა და, ნუღარ იკითხავთ, რაც იმან გაიხარა! "მოეგება, მოტიროდა, ცრემლმან მისმან კლდენი ღარნეს”. არც ჭაბუკები შეხვედრიან დობილს გულდამშვიდებით, აკოცეს და მათაც ტირილი მოერიათ.


"ასმათ
თქვა: "ღმერთო, რომელი არ ითქმი კაცთა ენითა, 

 შენ ხარ სავსება ყოველთა, აღგვავსებ მზეებრ ფენითა;

გაქო, ვით გაქო, რა გაქო, არ-საქებელო სმენითა!

დიდება შენდა, არ მომკალ ამათთვის ცრემლთა დენითა!"


ჰე, დაო ასმათ, ცრემლი მიტომ მდის, რომ წუთისოფელი, თუკი რამ ლხინი გვინახავს, ხომ ხედავ, ერთობ ტანჯვით გვაზღვევინებს: "საწუთრო ნაცვლად გვატირებს, რაც ოდენ გაგვიცინია”. რა გაეწყობა, ოდითგანვე ასე ყოფილა. შენ მებრალები, თორემ თავს აღარ ვიცოცხლებდი, სიკვდილი ჩემი ლხინი და ნუგეშია!


"სწყუროდეს
, წყალსა ვინ დაღვრის კაცი უშმაგო, ცნობილი?

მე თვალთა ჩემთა მით მიკვირს, რად ვარ ცრემლითა ლტობილი!

უწყლოობა ჰკლავს, წყალი სდის, აროდეს არ გახმობილი.

ვა, წახდა ვარდი პობილი, ვა, მარგალიტი წყობილი!"


ავთანდილიც
თავისი მზე-თინათინის მოგონებას დაეღონებინავინ გეტყვის, ჩემო, რა უქრობი ცეცხლითაც ვიწვი და შენგან შორს მყოფი, თვით სიცოცლეს რარიგ ვინანი? ან კი უშენოდ, ნეტავ, სული როგორღა მიდგას!


"ვარდი
ამას ვით იაზრებს, მზე მომშორდეს, არ დავჭნეო,

ანუ ჩვენ, გლახ, რა გვერგების, რა ჩასვენდეს გორსა მზეო?”


ჭირს
გაუმაგრდე და გასალკლდევდე, გულო, მაინც ეს გირჩევნია, ვინ იცის, იქნებ მისი ნახვა ისევ გეღირსოს, ნუ წარიკვეთ ჯერ სულმთლად იმედს!

რა სული მოიბრუნეს და დაწყნარდნენ, სამივე გამოქვაბულში შევიდა. ასმათმა ვეფხვის ტყვავი გაშალა და მოყმენი ზედ დასხდნენ, ტკბილად ბაასობდნენ. მალე მწვადი შეიწვა და, ჟამსა და გარემოს რომ შეჰფეროდა, ისეთი პურობა გაიმართა: "მუნ უპურობა პურობა, არ სიდიადე ჟამისა”. ტარიელს ეხვეწებოდნენ, ჭამეო, მაგრამ "ძალი არ ჰქონდა ჭამისა, დაცოხნის, ლუკმა გატყორცის”, ძლივს ერთ ციცქნას თუ ჩაყლაპავდა.

კეთილი სიტყვა კაცს სიამეს მოჰგვრის, გულისხმიერად თუ გაიგონებს და უქმად არ დაკარგავს. ასევე "დიდი ლხინია ჭირთა თქმა”, დარდის გაზიარება, როცა ის გისმენს ვისაც შენზედ გული შესტკივა: მთქმელს "ცოტად ეგრეცა დაუვსებს, ცეცხლი რაზომცა სდებოდეს”. მთელ საღამოს ლომ-გმირი ჭაბუკნი ტკბილად ბაასობდნენ, ერთმანეთს გული გადაუშალეს, ფიქრი და წუხილი გაანდეს. რა გათენდა, ისევ სიტყვახშირი საუბარი გააჩაღეს, ადრე ნათქვამი ფიცით კვლავ შეიფიცნენ.

რაღა ბევრი გავაგრძელო, - უთხრა ტარიელმა, - ჩემი გულისთვის რაც შენ ჩაგიდენია, ღმერთმა გადაგიხადოს! ახლა ფიცი ფიცად კმარა: "არ-დავიწყება, მოყვრობა მოყვრისა წარმავალისა”, წყალწაღებული, განწირული კაცისათვის ძმობის გაწევა მართლაც დიდად მოსაწონია. ოღონდ, რაკი მე მაინც არა მეშველება რა, ტყუილუბრალოდ შენც სიცოცხლეს ნუ გაიწამებ, იცოდე, ამით უარესად დავიტანჯები.


"აწ
შემიხვეწე, ნუ დამწვავ ცეცხლითა უცხელესითა:

მე რომე ცეცხლი მედების, არ ნაგზებია კვესითა.

ვერ დამშრეტ, შენცა დაიწვი სოფლისა ქმნისა წესითა,

წადი, დაბრუნდი, შეიქეც მუნითვე, შენი მზე სით-ა.


ვინ დამბადა, განკურნება ჩემი უჩანს მასცა ძნელად,

ვისცა გესმის, გაიგონეთ, მით გაჭრილ ვარ ხელი ველად;

რაცა ჰმართებს გონიერთა, ერთხელ ვიყავ მეცა მქმნელად,

აწ ნობათი ხელობისა მომხდომია, მით ვარ ხელად"."


მაგის პასუხად მე რაღა გითხრა? - მიუგო ავთანდილმა. - ბრძნად განსწავლული კაცის სიტყვაც სწორედ ეგ არის, დამბადებელზე, შემოქმედზე რაც ახლა ბრძანე: თვით მასაც უმძიმს ჩემი წყლულის განკურნებაო. უმძიმს, მაგრამ ხომ შეუძლია, ის ხომ ღმერთია, "მზრდელი ყოვლისა დანერგულ-დათესულისა?!”

ღმერთი ამას, აბა, რად იზამს, რახან ეგეთნი გაუჩენიხართ, უერთმანეთოდ დაგტოვოთ და გულგაშმაგებულს გამუდმებით გადინოს ცრემლი?! განჭვრიტე და დაინახე, რომ მიჯნურს ფათერაკი თან სდევს, კვალში უდგას. მომკალით, თუ თქვენ ერთმანეთის ხვედრი არ გახდეთ!


"ნეტარ
, მამაცი სხვა რაა, არ გაძლოს, რაცა ჭირია,

ჭირსა გადრეკა რად უნდა, რა სასაუბრო პირია?!

ნუ გეშის, ღმერთი უხვია, თუცა სოფელი ძვირია”.


ისმინე
ჩემი შეგონება და დამიჯერე, ნუღარ ჯიუტობ. გკადრებ და გეტყვი: ჯიუტი და გაუგონარი, თვითონაც იცი, რა ცხოველიცაა. კმარა, მომეტებული დამოძღვრით თავს აღარ მოგაბეზრებ, ოღონდ ჭირში შენი მიტოვება არასგზით არ შემიძლია. შენთან რომ მოვდიოდი, "ჩემსა მზესა დავეთხოვე”, ასე ვუთხარი: იმ მოყმეს ჩემი გული დაუწვავს, ფერფლად უქცევია, და ბევრი ლაპარაკით რაღად შეგაწუხო, სულერთია, მაინც არ დავიშლი და გამიშვი-მეთქი.

დამიმადლა და შემაქო, კეთილად და მამაცურად იქცევიო, იცოდე, თუ რამეს უშველი, ისე მივიჩნევ, სამსახური თითქოს ჩემთვის გაგეწიოსო. აქ რომ მოვსულვარ, მთვრალს გზა კი არ ამრევია, მისი დასტურით გეახელ. ახლა რომ მასთან დავბრუნდე, რა ვუთხრა? მკითხოს, მშიშარასაებრ გასაჭირს რად გამოქცევიხარო, რა პასუხი მივსცე?!

მეტს ნუღარ მეტყვი, ნუღარ მთხოვ მაგას. ისა სჯობია, მე გამიგონო, რასაც გეუბნები. კაცმა რომ ძნელი საქმე მოაგვაროს, გონივრულად უნდა მოიქცეს. ესეცაა, ვარდი უმზეოდ დაიჩაგრება, ვერ გაიხარებს. შენ თუ თავად ვერას გახდი და საწადელს ვერ ეწიე, მე აქ არ გყევარ?!


"ვერას
ვერ შეიქმს ნაყოფსა ვარდი უმზეოდ ჭნობილი.

შენ ვერას ირგებ, მე გარგებ, ძმა ძმისა უნდა ძმობილი!”


მარტო
ამას გევედრები: ერთი წელიწადი როგორმე დამელოდე, მანამდე გამაგრდი, ნუ მოჰკვდები, "არ დასდნე ცეცხლთა დაგითა”, მაგ სიტურფესა და ახოვანებას ფუჭად ნუ წაახდენ. მეტს არასა გთხოვ: საცა მოგესურვოს, იქ წადი და, როგორც აქამდე იქცეოდი, ვინ გიშლის, ისევე მოიქეცი, შენს ნებაზე იყავ, "გწადდეს - გულითა ბრძენითა, გწადდეს - ცნობითა შმაგითა”. წლის თავზე კი


"აქა
ქვაბსავ მომნახვიდე მე, ამბავთა ყოვლგნით მკრეფსა.

ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ, დროსა ამას ვარდ-იეფსა,

ვარდთა ნახვა გაგაკრთობდეს, მართ ვითამცა ძაღლი ყეფსა”.


თუ
დათქმულ ვადაში აქ ვერ მოვიდე, იცოდე, უეჭველად ცოცხალი აღარ ვიქნები. ეს ნიშნად იკმარე, რომ ჩემთვის ცრემლი ღვარო. იმ დღიდან, როგორც გენებოს, გინდ იხარე და გინდ უფრო მეტ ურვა-ვაებას მიეცი თავი. რაც ახლა გითხარ, ნუ დაგაღონებს, უთქმელობაც არ ივარგებდა, რახან მუნჯი არა ვარ: გშორდები და "არ ვიცი, ღმერთი რას მიზამს, ანუ ცა მიწყივ მბრუნავი”, კლდეზე გადაჩეხა მომელის, თუ ზღვაში დანთქმა.

თავს აღარ შეგაწყენ, - უთხრა ტარიელმა, - ვხედავ, ბევრიც გელაპარაკო, მაინც არ გამიგონებ. ასეა, თუ კაცი გიყვარს, როცა შენსას არ დაიჯერებს, თავად უნდა დაუჯერო და სურვილი აუსრულო, ბოლოს ხომ მაინც გამოჩნდება, ვინ იყო მართალი:


"თუ
არ მოგყვეს საყვარელი, შენ მას მიჰყევ, რაცა სწადდეს,

ბოლოდ ყოვლი დამალული საქმე ცხადად გამოცხადდეს”.


როცა
თავად დარწმუნდები, მისი ძებნა ამაოა, მაშინ გაიგებ ჩემი ყოფის მთელ სიდუხჭირეს. ველად გაჭრაც და გაუჭრელობაც ჩემთვის ერთი სატანჯველია. მაინც კი იმას ვიზამ, რაც შენ მითხარი, სიშმაგემ რაგინდ დამრიოს ხელი. მაგრამ, ვაი, მაშინ რაღა ვქნა, თუ უშენოდ დღე მომესწრაფოს!

პირობად ეს დათქვეს და საუბარიც დაასრულეს. მერე ცხენებზე შესხდნენ და სანადიროდ გაემართნენ. თითომ რომ თითო ნადირი მოკლა, უკანვე გამობრუნდნენ. დარდი და წუხილი ვერაფრით მოექარვებინათ, გული კვლავ უტიროდათ. იმის ფიქრი, რომ ხვალ ერთმანეთს უნდა მოშორებოდნენ, ურვას ურვაზე უმატებდათ. ან კი რა გასამტყუნი იყვნენ, როცა მათი ამბის გაოგნებაც კი კაცს ცრემლს მოჰგვრიდა. აბა, თვითონ განსაჯეთ:


"გულმან
, გლახ, რა ქმნას უგულოდ, თუ გული გულსა ელია?!

მოშორვება და მოყვრისა გაყრა კაცისა მკლველია,

ვინცა არ იცის, არ ესმის, ესე დღე რაგვარ ძნელია!


რა
დილა გათენდა, წასასვლელად აემზადნენ.


"ტარიელ, ასმათ, ავთანდილ თვალთაგან ცრემლნი დალამნეს;

სამთავე ღაწვთა ალამნი არღავნის ფერად ალამნეს,

მათ ლომთა, მიწყივ მხეც-ქმნილთა, თავნი მხეცთავე ალამნეს.


მოყმენი
დობილს ცრემლითა და ვაებით გამოეთხოვნენ და წავიდნენ. ასმათი მწარედ მისტიროდა: "ჰე ლომნო, ვისნი ვით მოგთქმენ ენანი! მზემან დაგწვნა და დაგდაგნა ცისა მნათობნი ზენანი”. ვაი, ჩემს მოსწრებას, ამდენ დარდსა და წუხილს რანაირად გავუძლოო.

გამოქვაბულიდან წამოსულთ ის დღე ერთად იარეს. ზღვის ნაპირას გავიდნენ და იქ დადგნენ. ქურციკი მოკლეს და მწვადი შეიწვეს, სვეს და ჭამეს, რარიგადაც მათს ჭირ-ვარამს შეჰფეროდა. ღამეც ერთად გაათიეს. ხის ძირას მიწვნენ და დიდხანს ბაასობდნენ, ერთურთს კვლავ უზირებდნენ, გულს რა ცეცხლიც შემონთებოდათ. საცაა უნდა დაშორებულიყვნენ და ამაზედ წუხდნენ, ტიროდნენ, გამწირავი წუთისოფლის დაუდგრომლობით დანაღვლებულნი: "ვჰგმობ მუხთალსა საწუთროსა, ზოგჯერ უხვსა, ზოგჯერ ძვირსა”.

კმარა, ამდენი ტირილით "რუ გახმა ცრემლთა დენისა!” - თქვა ავთანდილმა, მერე დანანებით ჰკითხა: - მაგ ცხენის მომცემი რად მოიშორე? ახლა შენი ძმადნაფიცის გზა მიმასწავლე, ფრიდონთან მივდივარ. მგონია, იქიდან გაიგება, შენი მზე სად არის და რანაირად ვუშველოთ.

ტარიელმა სიამოვნებით მიასწავლა, უთხრა, რის თქმაც კი შეეძლო: აღმოსავლეთით წადი, ზღვის პირ-პირ იარე და მიხვალო. თუ ნახო, ძმობილის ამბავს გკითხავს და, ჩემი იცი, უამბეო.

ცისკარმა რომ მოატანა, ადგნენ. გამოსამშვიდობებლად ერთმანეთს მოეხვივნენ, "მკერდი მკერდსა შეარკინესდა დიდხანს იყვნენ ასე შეჭდობილნი. ტირილი მოერიათ, "თვალთათ, ვითა წყაროს თვალით, ცრემლი ველთა მოადინეს!” რაც მათ მაშინ იუბნეს, იმის მოსმენით ვინ არ დადნებოდა.


"გაიყარნეს
ტირილითა, პირსა ხოკით, თმათა გლეჯით,

ერთი აღმა, ერთი ჩაღმა, უგზოდ ვლიდეს შამბთა ეჯით.

ვიდრე უჩნდა ერთმანერთი, იზახდიან პირსა ბღნეჯით.

იგი ნახნეს დაღრეჯილნი, მზე დაიღრეჯს მათის ღრეჯით."

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  ვეფხისტყაოსნის შინაარსი • • •  ვეფხისტყაოსანი / შინაარსი
 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ