მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 187920 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მზეს რომ დაშორდება, მთვარე გაბადრულია და, რა მიუახლოვდება, გაილევა მისი შუქით დამწვარი, ვეღარ უძლებს და კვლავ გაურბის. ვარდს კი უმზეოდ ფერი ეკარგვის და ჭკნება, ასევეა მიჯნურიც: "ჩვენ ვერ-ჭვრეტა საყვარლისა ჭირსა ძველსა გაგვიახლებს”.

ავთანდილი მიდიოდა და ცრემლს მიაფრქვევდა, სატრფოს მოშორებით გულმდუღრად მტირალი.


"წამ
-წამ მობრუნდის, იაჯდის მისთვის მზისავე მზობასა,

უჭვრეტდის, თვალი ვერ მოხსნის, თუ მოხსნის, მიხდის ცნობასა."


გონს
ძლივს იკრებდა და ენა ვეღარ დაეძრა, ცრემლთა ნაკადი კი შეუჩერებლივ სდიოდა "თვალთაგან მსგავსად დიჯლისა დენისად”. ზოგჯერ მოძალებულ დარდს ვეღარ ერეოდა. მოტრიალდებოდა და უკან დარჩენილ სივრცეს გასცქეროდა, თითქოს ამით ნუგეშს პოვებსო. მერე ისევ გზას განაგრძობდა, არც იცოდა, საით მიარბევდა სადავემიშვებული ცხენი.

ჩემო, შენგან შორს მყოფმა როგორ არ ვივაგლახო, - შესჩიოდა იგი სატრფოს, - ფიქრით მანდა ვარ და გულიც შენკენ მოისწრაფის, ამ აცრემლებულ თვალებსაც შენი შეხედვა სწყურიათ! რა გაეწყობა, უნდა მოვითმინო: "სჯობს, საყვარელსა მოყვარე რაზომც არ დაუძაბუნდეს!” ვიდრე გნახავდე, ვაი, რომ სულ ასე უნდა ვიტანჯო.

თავს მოვიკლავდი, მაგრამ, ვიცი, გეწყინება და ამას ვერა, ვერ ვიზამ, ისღა დამრჩენია, "მივსცნე ცოცხალმან თვალნი ცრემლისა დენასა!” მერე ზეცას ახედა და მზეს შეჰღაღადა:


"იტყვის
ჰე მზეო, ვინ ხატად გთქვეს მზიანისა ღამისად,

ერთ-არსებისა ერთისა, მის უჟამოსა ჟამისად,

ვის გმორჩილოეენ ციერნი ერთის იოტის წამისად,

და ბედსა ნუ მიქცევ, მიაჯე, შეყრამდის ჩემად და მისად.


ვის ხატად ღმრთისად გიტყვიან ფილასოფოსნი წინანი,

შენ მიშველე რა ტყვე-ქმნილსა, ჯაჭვნი მაბიან, რკინანი!

ბროლ-ბადახშისა მძებნელმან სათნი დავკარგენ, მინანი;

და მაშინ ვერ გავსძელ სიახლე, აწ სიშორესა ვინანი."


მოთქმა
-ტირილით ამას ამბობდა გულმხურვალედ, სანთელივით რომ იწვოდა და დნებოდა. დღით გატანჯულს ღამე სიამეს ჰგვრიდა, მოუთმენლად ელოდა მზის ჩასვლას და მთვარის გამოჩენას, ბინდ-ბუნდში ცაზე ვარსკვლავთა აკიაფებას. ღამის მნათობთ მას ამსგავსებდა და შეჰხაროდა, ტრფობის სევდას უზიარებდა.


"მთვარესა
ეტყვისიფიცე სახელი ღმრთისა შენისა!

შენ ხარ მომცემი მიჯნურთა მიჯნურობისა სენისა,

შენ გაქვს წამალი მისისა მოთმინებისა თმენისა,

მიაჯე შეყრა პირისა, შენ გამო შენებრ მშვენისა!"


გზად
თუ მდინარეს ნახავდა, ცხენიდან ჩამოვიდოდა, წყლის ჭავლს უჭვრეტდა და "მას თანა-ჰრთვიდის ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა”. მერე გადაივლიდა და კვლავ გზას გაუდგებდა, სიარულის მოსწრაფე. საცა კლდიან ადგილს წააწყდებოდა, ქურციკს მოინადირებდა და მწვადს შეექცეოდა.

იდგა, თუ მიდიოდა, როცა კი მახლობლად არავინ ეგულებოდა, მუდამ ტირილსა და ვაებაში იყო ტანად ალვა და "პირ-მზე, გულ-მარიხიანიმიჯნური, ია-ვარდივით ნაზსა და მშვენებით სავსე სატრფოს მოშორებული.


"აწ
ვერ ვიტყვი მაშინდელსა მე მის ყმისა ნაუბარსა,

რას უბნობდის, რას მოსთქმიდის, რას ტურფასა, რაზომ გვარსა!

ზოგან თოვლი გაეწითლის ვარდსა, ბრჭკლითა ნახოკარსა.

ქვაბნი ნახნა, გაეხარნეს, ზე გავიდა ქვაბთა კარსა."


ავთანდილი
რომ დაინახა, ასმათი თვალცრემლიანი მოეგება, მისი მოსვლით უზომოდ გახარებული. ასეა, "კაცი კაცსა მოელოდეს, მოსვლა დია ეამების”.

ჭაბუკი ცხენიდან ჩამოხტა, მოეხვია და აკოცა, მერე ჰკითხა: "პატრონი, ნეტარ, სად არის და ვითა?” ქალი მწარედ ატირდა, მისი ცრემლი ზღვას ერთვოდა, და უთხრა: წახვედი თუ არა, გამოქვაბულში ვეღარ გაძლო და წავიდა, მას აქეთ მისი არა ვიცი რაო. ასმათის ნათქვამი მოყმეს გულში ლახვარივით მოხვდა, შესჩივლა:

დაო, ეგ რა კაცობაა, მე არ ვეცრუე და თვითონ რაზედ მეცრუა, ფიცი როგორ გატეხა! ერთი მითხარი, თუ "ვერ იქმოდა, რად მიქადა, თუ მიქადა, რად მიტყუა?!” მე ხომ უმისოდ სიცოცხლე ჩირადაც არ მიღირს და მოშორებისთანავე რად დამივიწყა, რად ვერ გაუძლო გასაჭირს? პირის შეშლას რას მემართლებოდა, ეგ რანაირად იკადრა? თუმცა ჩემი უბედო ბედისაგან რა უნდა გამიკვირდეს!

მართალი ხარ, ეგრე რომ გიმძიმს, - მიუგო ქალმა, - მაგრამ, თუ მეც მოურიდებლად სიმართლე გითხრა, მიკერძოებაში ნუ ჩამომართმევ. დიაღაც, უნდა დაგლოდებოდა, ძმობილი არ გაეწბილებინე, და მაინც იგი ვერ გამიმტყუნებია: რა დღეში ჩავარდა, ჭკუაზე მყოფი, აბა, რას გაიგებს, ან კი რანაირად ითქმის: "ენა დაშვრების, გაცვთების, გულსა შეელმის ლმობილსა!”

მე უბედურ დღეზე გაჩენილს თავად მინახავს და ვიცი, რასაც ვამბობ. რომ ემდურები, ფიცი გამიტეხა და პირი შემიშალაო, მერედა "არ გული უნდა ფიცის და პირისა გასრულებასა?” მოგეხსენება, რა უგულოდაც არის და ოდენ სიკვდილის მოლოდინშია.


"გული
, ცნობა და გონება ერთმანერთზედა ჰკიდიან,

რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკე მიდიან;

უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან.

შენ არ გინახვან, არ იცი, მას რომე ცეცხლნი სწვიდიან.


ჯერთ მისი მსგავსი სასჯელი არცა ვის ამბად ჰსმენია.

არა თუ კაცთა, სასჯელი ქვათაცა შემაძრწენია,

დიჯლადცა კმარის, მას რომე თვალთაგან ცრემლი სდენია;

თვით რაცა ჰბრძანოთ, მართალ ხართ: სხვა სხვისა ომსა ბრძენია."


წასვლის წინ ვკითხე, ავთანდილი რომ მოვიდეს, რა ქნას, მის დობილს მასთან რას მიბარებ-მეთქი. მან ასე მიპასუხა, გულდამწვარმა და ცეცხლმოდებულმა: რასაც დავპირდი და შევფიცე, არ ვუმტყუნებ, არ ვეცრუები, რაგინდ გამიძნელდეს, შორს არ წავალ, დათქმულ დრომდე დავიცდიო, მახლობელ მიდამოებში მეძებოს და, თუ მკვდარი მნახოს, დამიტიროს და დამმარხოს, ხოლო "ცოცხალი დავჰხვდე, უკვირდეს”, არა მგონია, მომესწრასო.

იმ დღიდან მზე აღარ მინათებს, ქედს იქით მიფარებული. ერთობ კვნესა-ვაებას მივსცემივარ და ცრემლთა ნაკადით მიწას ვალბობ. ვაი, რომ ბედშავი სიკვდილსაც დავვიწყებივარ!


"ესე
არაკი მართალი ჩინს ქვასა ზედა სწერია:

ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია.

აწ ზარანია, ვის წინას ვერ ვარდი ჰგვანდის, ვერ ია,

თუღა მოჰნახავ, მონახე, ქმენ, რაცა შენი ფერია”.


ეგ მართალია, მის სამდურავს რომ არ მიწონებ, - უთხრა ავთანდილმა, - ოღონდ ისიც ნუ გავიწყდება, რაც მე სამისოდ, "ტყვესა ტყვისად”, მიჯნურს მიჯნურის გულისათვის ჩამიდენია. "გამოჭრილვარ სახლით ჩემით, ვით ირემი ძებნად წყლისად”, და დღედაღამ დაუცხრომლად მასზე ფიქრით მივლია, ყოველივე დავთმე, არაფერს დავრიდებივარ, თვით სატრფოს მოშორებასაც:


"ბროლ
-სადაფნი მარგალიტსა ლალის-ფერსა სცვენ და ჰბურვენ,

მას მოვჰშორდი, ვერ ვეახელ, ვერ ვისურვენ, ვერ ვასურვენ”.


არც
ღვთის სწორი ხელმწიფე დავინდე, "მშობლური, ტკბილი, მოწყალე, ცა წყალობისა მთოველი”, ამაგი ასე ავად გადავუხადე: ვუორგულე და გამოვეპარე, მოვიმდურვე და დავამწუხრე, მის შემცოდეს ღმერთი რა სიკეთეს დამაყრის!

დაოყველაფერი ეს ხომ მისი გულისთვის ჩამიდენია, მასთან მომიხაროდა, აი, მოვსულვარ კიდევაც და რას ვხედავ: აქ აღარ არის, სადღაც გადაკარგულა, "ვიწვი ცეცხლითა ვისითა, ცუდ-მაშვრალი და მტირალი ქვე ვზი პირითა მქისითა”.

ახლა, რაც გვითქვამს, ეს ვიკმაროთ, დრო აღარ ითმენს, უნდა გავეშურო. ბრძენთა სიტყვას ვერწმუნები და "არ ვინანი გარდასრულსა”. წავალ, ვძებნი, ან ვიპოვი და ან სიკვდილს მოვიადრებ. რა გაეწყობა, ასეთი ბედისა ვყოფილვარ!

ამის მეტი არა უთქვამს რა, ცრემლმორეულმა გამოქვბული დატოვა, მდინარე გადალახა, შამბნარი გაიარა და გაიმინდვრა. "ქარი, ველთა მონაქროლი, ლალის-ფერსა ვარდსა ზრვიდა”.

ბედს შესჩიოდა, ამ გასაჭირში რად ჩამაგდეო. მერე ღმერთს შეჰღაღადა: რა შეგცოდე, რომ ესოდენ მწარე ბედი მარგუნე, "რად გამყარე მოყვარეთა”, ასე რად გამიმეტე, რომ "ერთი ორთა მგონებელიდაღუპვის პირას მივსულვარ, თავი მოსაკლავად აღარ მეწყალვისო!


"მოყვარემან
ვარდის კონა გულსა მკრა და დამიწყლულა,

იგი ფიცი, ჩემგან სრული, მან აღარა გამისრულა,

მას თუ გამყრი, საწუთროო, ჩემი ლხინი გარდასრულა,

სხვა მოყვარე თვალსა ჩემსა გაკიცხულა, გაბასრულა!”


მოძალებულ
სევდას ებრძოდა, თავს იმხნევებდა: რა გასაჭირშიაც იყოს, თუ კაცი გონიერია, უნდა ახსოვდეს, რომ ცრემლი და ვაება არას არგებს, უმჯობესია ის განსაჯოს და გაიაზროს, საქმეს რარიგად ეშველებაო, "აწ მეცა მიჯობს მონახვა მის მზისა ლერწამ-ტანისა.

ტირილი მაინც ვერ დაეთმინა, ცრემლს მიაფრქვევდა და მიდიოდა, ეძებდა, უხმობდა, ღამეს დღესავით ათენებდა. სამი დღე ასე იარა და "მოვლო მრავალი ხევი, შამბნარი, ტყე-ველი”, მაგრამ მის კვალსაც ვერსად წააწყდა.

ჭმუნვამ ხელი ისევ დარია, დაიჩივლა: "ღმერთო, ეგზომ დიდი რა დამიშავებია შენთვის, რომ ასეთ სატანჯველს მიმეციო, გევედრები, შემიბრალე და ეს მაინც მიყავ: "დაამოკლენ დღენი ჩემნი, ჭირი ამით მომილხინე!”

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  ვეფხისტყაოსნის შინაარსი • • •  ვეფხისტყაოსანი / შინაარსი
 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ