მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 542363 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

ავთანდილის ანდერძი - განხილვა/ანალიზი

 

დაჯდა და ანდერძსა წერდა თბილად, გულის შემძრავად:

მეფეო, მის საპოვნელად მივიპარები ვინც ცეცხლი მომიდო და ვის უნახავადაც ვეღარ გამიძლია. შემინდევ და ღვთიური მოწყალებით გზა დამილოცე. ვიცი, ამ ჩემს განზრახვას ბოლოს არც შენ დამიგმობ: "კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა

გავკადნიერდები და პლატონის შეგონებას შეგახსენებ: სიცრუე და ორპირობა ჯერ აქ ხორცს ავნებს, მერე კი იქ სულს აწამებსო.


"რათგან
თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა,

მე რად გავწირო მოყვარე, ძმა უმტკიცესი ძმობისა?!

არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილასოფოსთა ბრძნობისა!

მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა."


ხომ
წაგიკითხავს, თვით ღვთის მოციქულნი რას ამბობენ სიყვარულზე, როგორ აქებენ და ადიდებენ?! ეჟვანივით ამასა ჟღერენ, სიყვარული აღგვამაღლებსო. რად არ გინდა გულისყური მიაპყრო და დაიჯერო? შენ ვერ დამირწმუნებიხარ და უსწავლელნი როგორღა დავარწმუნო!

რაოდენ გამწყრალიც იყო, მაინც მომიტევე, რომ ხათრი ვერ გაგიწიე და შენს ბრძანებას გადავუხვიე. რა უნდა მექნა, როცა იმ მოყმნისაგან გულდატყვევებულს საამისოდ ძალ-ღონე აღარა მქონდა: "აწ წასვლა იყო წამალი ჩემთა სახმილთა გზნებისა!”

რაკი საწადელს ვეწევი, სადაც გინდ ვიყო, აღარა ვნაღვლობ, ყოველგვარ გასაჭირს ავიტან, როგორც მამაცთა წესია.


"ვინ
დამბადა, შეძლებაცა მანვე მომცა ძლევად მტერთად,

ვინ არს ძალი უხილავი შემწედ ყოვლთა მიწიერთად,

ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს, ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად,

იგი გაჰხდის წამის-ყოფით ერთსა ასად, ასსა ერთად."


მზის
შუქს რომ ვერ იხილავს, "ია ხმების, ვარდი ჭნების”, უცხო და ტურფა საჭვრეტელი თვალს ხიბლავს და იტაცებს. მეტადრე მე როგორ გამეძლო უმისოდ, რაღად მინდოდა თავი ცოცხალი?! ამიტომ ვერ დავემორჩილე შენს ნებას, ავდექი და წავედი, რათა მის დაჭრილ გულს რამე ვუშველო.

ასეთი ყოფილა ღვთის ნება-სურვილი, ყველასათვის გარდაუვალი რამ, მის გარეშე რომ ქვეყნად არაფერი ხდება. ამიტომ წუხილს ნუ მიეცემი, ცრემლი და ვაება, აბა, რას გარგებს?!


"რაცა
ღმერთსა გაუგია თავსა ჩემსა გარდასავლად,

გარდამხდეს და შემოვიქცე, აღარ დამრჩეს გული ავლად;

თქვენვე გნახნე მხიარულნი დიდებით და დავლა-მრავლად;

მას რა ვარგო, დიდებად და კმარის ესე ჩემად დავლად."


მეფეო, მომკალ, თუ ეს სიტყვა ვინმემ გამიმტყუნოს! ჩემი წასვლით რად უნდა დაღონდე, განა ურიგო გზას დავსდგომივარ?! რა ვქნა, "ვერ ვეცრუები ვერ ვუზამ საქმესა საძაბუნოსა”, თუ აქ არა, იმქვეყნად ხომ მაინც შევხვდები და პირშერცხვენილმა რაღა პასუხი მივსცე?


"არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა;

ვჰგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა!"


მოძმისა
და მოკეთის დაუვიწყებლობა არ ეგების, ჩვენი ვალია და ზედმეტად ნურავის მოეჩვენება. ცრუსა და მოღალატეს ხომ ვერა და ვერ ვიტან! აბა, მითხარი, "მას ხელმწიფესა მზიანსაროგორღა ვეცრუო?! მოგეხსენება, ამპარტავანი და საშურ საქმეზედ ზანტად მიმავალი ვაჟკაცი ერთობ დასაგმობია.


"რა
უარეა მამაცსა ომშიგან პირის მხმეჭელსა,

შემდრკალსა, შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა!

კაცი ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭელსა?

სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა!


ახლა კიდევ, თუმცა ამის თქმას ვშიშობ, მაინც უნდა გავბედო და გითხრა. შეიძლება ამ საქმეს შევეწირო კიდეც, მაგრამ ცდება, ვინც სიკვდილს წამდაწამ არ მოელის, იგი ხომ ყველას ანაზდად ეწვევა და დღეს ღამედ უქცევს.

სიკვდილი არავის და არაფერს ერიდება, მისი მსახვრალი ხელი ყველას განურჩევლად მუსრავს და ამიწებს. საზარელია სიკვდილი, მაგრამ შერცხვენილ სიცოცხლეს მაინც ისა სჯობია.


"ვერ
დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი;

მისგან ყოველი გასწორდეს, სუსტი და ძალ-გულოვანი,

ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი.

სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!


ვინ
იცის, იქნებ ცოცხალმა ვეღარც გიხილო, სამარადჟამო სამყოფელში დავისადგურო. თუ ყოვლის დამამხობელმა საწუთრომ დღე მომისწრაფოს და უცხოობაში ყარიბად მოვკვდე, მშობლისაგან დაუტირები და დაზრდილ-მისანდოთაგან შეუსუდრავი, აი, მაშინ შემიწყალოს შენმა მოწყალე გულმა!

უთვალავ სიმდიდრეს ვტოვებ და გევედრები - უპოვართ და გაჭირვებულთ დაურიგე: "ჩემი ჩემთვის წარსაგებლადნურა დაგეშურება რა:


"მიეც
გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები,

შენ დაამდიდრე ყოველი ობოლი, არას მქონები:

მიღვწიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები."


რაც
სამეფო საგანძურისთვის თავად არ ინდომო, ერთობ გაეცი, რომ ჩემ მოსაგონრად ხიდნი და პალატნი ააგონ. თუ არ შენ, სხვა ვინა მყავს "ცეცხლთა ჩემთა დამავსებლად”, სულის მეურვედ?!

მივდივარ, ამიერიდან ჩემს ამბავსაც ვეღარ შეგატყობინებ. ამიტომ ვბედავ და წერილით გეხვეწები გზა დამილოცო. თუ მაინც ეშმაკეულმა ძალამ მიმსხვერპლა, "შემინდევ და შემივედრე, მკვდარსა რაღა გარდმეხდევის!”

ჩემი რჩეული მსახური შერმადინი შენთვის ჩამიბარებია და, გევედრები, ნუ დამიჩაგრავ, "ნუ დაადინებ თვალთაგან ცრემლსა, სისხლითა ფრქვეულსა”. მაინც წლევანდელ წელიწადს ხომ ჭირი და ვაება სამისოდ ჭარბად აქვს, წყალობით ანუგეშე, ჩემგან წყალობას ჩვეული.


"გასრულდა
ჩემი ანდერძი, ჩემგან ნაწერი ხელითა.

აჰა, გამზრდელო, მოგშორდი, წავე გულითა ხელითა!

ნუ სჭმუნავთ ჩემთვის მეფენი, ნუ ხართ მოსილნი ბნელითა,

სუფევითამც ხართ თავითა, მტერთაგან საკრძალველითა!"


წერა
რომ დაასრულა, ანდერძი შერმადინს მისცა და უთხრა: შენებურად ჭკვიანურად მოახსენე და მიართვი, ვიცი, ვერავინ გაჯობებს, რაგინდ სამსახურიც იყოსო. მერე მოეხვია და სისხლის ცრემლით ატირდა.

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  ვეფხისტყაოსნის შინაარსი • • •  ვეფხისტყაოსანი / შინაარსი
 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ