მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 134160 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ავთანდილმა აღარ დაახანა, "პირ-მზე, ნათელთა მფენელი” შერმადინს კვლავ გაენდო და უთხრა: დღევანდელი დღე ჩემთვის იმედისა და სიხარულის დღეა, აბა, შენ იცი, თავს როგორ გამოიჩენ, როგორ მიერთგულებო.

როსტევანს ჩემს წასვალზე სიტყვის გაგონებაც არ უნდა, არ იცის, რა მჭირს ან ვისით ვსულდგმულობ, მე კი "უმისოდმცა ნუ ცოცხალ ვარ ნუცა გარე, ნუცა შინა!”

უსამართლო საქციელს ღმერთ არავის შეარჩენს, - დასძინა ავთანდილმა. - მე მისი გამწირავი ვერასგზით ვერ შევიქნები, ეს უეჭველია, მაგრამ, დანაპირები თუ დროზე არ ავუსრულე, მაინც ცრუ და მოღალატე არ გამოვდივარ?! უმისობა ვეღარ მომითმენია, გული მიტირის და მიკვნესის, "არას კაცსა არ იახლებს”, ყველას უკრთის და ერიდება.


"სამი არის მოყვრისაგან მოყვრობისა გამოჩენა:

პირველ, ნდომა სიახლისა, სიშორისა ვერ-მოთმენა,

მიცემა და არას შური, ჩუქებისა არ-მოწყენა,

გავლენა და მოხმარება, მისად რგებად ველთა რბენა."


სიტყვა
გამიგრძელდა, მოკლედ მოვჭრი: "აწ გაპარვაა წამალი ამა გულისა ლებისა”. სანამ დრო კიდევ გვაქვს, მომისმინე, რასაც გევედრები, ჩემი დარიგება გულში ღრმად ჩაიბეჭდე.

უპირველესად ხელმწიფის სამსახური გმართებს, მთელი სენი სიკეთე და უზადობა უნდა გამოაჩინო. ჩემი ლაშქრის მეთაურობას ხომ ისევე გასწევ, აქამდე რომ გაგიწევია:


"მტერთა ჩემთა ენაპირე, ძალი ნურა მოგაკლდების,

ერთგულთათვის კარგი ნუ გშურს, ორგულიმცა შენი კვდების!”


მერე, ამასა გთხოვ, სახლ-კარს მიმიხედე, არა ევნოს რა. თუ დავბრუნდი, ვალში არ დაგრჩები. იცოდე, პატრონის სამსახური ფუჭად არასდროს ჩაივლის.

ეს რომ მოისმინა, შერმადინს თვალთაგან მდუღარე ცრემლი გადმოსცვივდა. მარტოობით ჭირს როდი შევუშინდებიო, მოახსენა, "მაგრამ რა ვქმნა, უშენოსა დამეცემის გულსა ბინდი!” რა შენ გადაკარგულს გიგონებდე, ბედშავს მე აქ რაღა გამაძლებინებსო. ერთი მითხარი, სად გაგონილა ამდენ ხანს ყარიბად მარტო სიარული, ან კიდევ გასაჭირში ჩავარდნილ პატრონს ყმა განერიდოს და მხარი არ მისცეს?! არა, მეც თან წამიტანე და, როგორც გენებოს, ისე მიმსახურეო.

რაგინდ ცრემლი ღვარო, მაინც ვერა და ვერ გიახლებ, - მიუგო ავთანდილმა, - მერედა ჩემ მაგივრობას აქ სხვა ვინ გასწევს ან სახლ-კარი ვის დავუტოვო, ვინა მყავს შენებრ მისანდო?! ველად გაჭრა მიჯნურის ხვედრია, აბა, მას სადა სცალია შინ კერას მიუჯდეს და თავი დაიბეროს! გაჭრილი მიჯნური ხომ მარტო უნდა იყოს, სისხლის ცრემლდანადენი, და მეც, მიჯნურობით გახელებული, თან ვერავის ვიახლებ.

რა გაეწყობა, ასეთია წესი წუთისოფლისა. განა არ ვიცი, რარიგ გიყვარვარ, მაგრამ "ჟამი ასრე დამემტერადა, რასაცა მთხოვ, ეგ არ იქნება, დაიჯერე და დაწყნარდი, გული დადევ. რა მოგშორდე, არ დამივიწყო და ეგ სიყვარული არ გაგინელდეს. ჩემზე ნუ იდარდებ, ვინ რას დამაკლებს, მტერი ქედს ვერ მომახრევინებს. "ხამს მამაცი გაგულოვდნეს, ჭირსა შიგან არ დაღონდეს”, დასაძრახი საქმის არაფრად ჩაგდება კი მძულს და ვერ ვეგუები.


"მე იგი ვარ, ვინ სოფელსა არ ამოვჰკრეფ კიტრად ბერად,

ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად.

ჩემსა მზესა დავეთხოვე, გავუშვივარ, დავდგე მე რად!”


მისი გულისთვის თვით სატრფოს მოშორებას შევრიგებივარ და სხვა რაღა დამაკავებს?! როსტევანის წინაშე ანდერძს დავტოვებ, შენი თავი უნდა შევავედრო: ჩემს გაზრდილს რომ შეშვენის, ისე მოეპყარი-მეთქი. მე თუ ბედმა მიმუხთლოს და:


"მოვკვდე, თავსა ნუ მოიკლავ, სატანისგან ნუ იქმ ქმნილსა,

ამას ზედა იტირებდი, დაიდებდი თვალთა მილსა.

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  ვეფხისტყაოსნის შინაარსი • • •  ვეფხისტყაოსანი / შინაარსი
 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ