მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 121311 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

- ფარეში შემოვიდა და მომახსენა, პირმობურული ქალი გკითხულობსო. მაშინვე გამოვიცან, ვინც უნდა ყოფილიყო, და გულმა ბაგა-ბუგი დამიწყო.

წამოვვარდი და წინ მივეგებე. ვისთვისაც ვკვდები და ვიტანჯები, "მე ვისთვის ვკვდები, მეამა ასმათის ნახვა მე მისად”. თაყვანისცემა აღარ დავაცადე და ვეამბორე, მერე ხელი მოვკიდე, ჩემი საჯდომის ახლოს დავისვი და ვუთხარი: გამაგებინე, `მორჩი ალვისა ხე” თავის სამყოფელში, ნეტავ, თუ დაბრუნდა, მისი ამბავი მიამბე, სხვა არა მინდა რა-მეთქი.

მოგახსენებ, უკვე აღარ გერიდებიო, მომიგო და სიამით დასძინა: დღეს ერთმანეთი გინახავთ და მეტად მოგწონებიათ, ახლაც შენი ამბის შესატყობად გამოვუგზავნივარო. ეს თქვა და


"წიგნი მომართვა, ჩავხედენ, პირისა თემთა მთენისა,

ეწერა: `ვნახე სიტურფე წყალ-ჯავარისა შენისა,

ომ-გარდახდილი ჰშვენოდი, შენატევები ცხენისა,

არ-ავი მიმიჩს მიზეზი ჩემისა ცრემლთა დენისა.


ღმერთმან თუ მცა ენა ჩემი ქებად შენდა უშენოსა,

შენთვის მკვდარი აღარ ვიტყვი, მაშა მომკლავ უშენოსა;

მზემან ლომსა ვარდ-გიშერი ბაღჩას ბაღად უშენოსა;

შენმან მზემან, თავი ჩემი არვის ჰმართებს უშენოსა!


თუცა მიგდის ღვარი ცრემლთა, მაგრა ცუდად არ იდენო,

ამას იქით ნუღარ იდენ, ჭირსა თავი არიდენო;

შენნი მჭვრეტნი ჩემთა მჭვრეტთა აგინებენ, არ იდენო;

რომე წეღან მოგეხვივნეს, იგი ჩემთვის არიდენო."


ეგ მოსახვევი მე მაჩუქე და, შენეულით დამშვენებულს რომ მნახავ, თვითონაც გეამება, თავად კი სამხრეს გიგზავნი და, თუ ჩემი ხათრი გქონდეს, შენ ეს შეიბიო. იცოცხლე და გაიხარე, ურვა-ვაება ამის მეტად აღარ გენახოსო.

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  ვეფხისტყაოსნის შინაარსი • • •  ვეფხისტყაოსანი / შინაარსი
 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ