მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 14888 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

თარგმანი აკაკი წერეთლისა

 

ივანე კრილოვი - კვარტეტი

პრანჭია მაიმუნი,

დათვი ფეხმოჩართული,

თხა კიკინა და ვირი,

ყროყინა და ხმაწვრილი,


დამეგობრდნენ, უნდოდათ

ლხინი გადაეხადათ

და თან, როგორც დამკვრელებს,

თავიც გამოეცადათ.


იშოვნეს საკრავები

ყველამ სხვადასხვაგვარი

და მაიმუნი იყო

ვითომ მცოდნე ლოტბარი.


დათვს ეჭირა დაირა,

მაიმუნს - ჭიანური,

სალამური - დიდყურას

და ბეკეკას ჩანგური.


გაუსვეს, გამოუსვეს,

მაგრამ, თქვენ მტერს და ორგულს!..

მათი ბრახუნ–ჭუჭყუნი

იმათვე უკლავდა გულს.


გაჯავრდა მაიმუნი:

"რა ღმერთი გიწყდებათო?!

ერთად უნდა დაგეწყოთ

და რად გავიწყდებათო?"


დათვი ამბობს: "რას ბრძანებთ?

ეგ სულ ტყუილიაო!

აქ სულ სხვა მიზეზია!

სხვა ხერხი გვაკლიაო.


"ჭიანურმა პირველი

ხმა უნდა დაუკრასო,

სალამურმა მოსძახოს,

სხვებმა ბანი უთხრასო"


თხა იძახის: "დაირა

მეტად აბრახუნებსო,

ყურთა სმენა წაიღო,

გვიშლის და გვაცდუნებსო"


ვირს არ სჯერა, ამტკიცებს:

"ეგ სულ ტყუილიაო!

კვარტეტი რომ დავუკრათ,

ჩვენ არ შეგვიძლიაო:


ცუდად ვზივართ, და სანამ

ალაგს არ გამოვსცვლითო!

უნდა გადაჯ–გადმოჯდეთ

ყველა აქეთ–იქითო!"


გადკუპ–გადმოსკუპდნენ,

გადაინაცვლეს ხელად,

მაგრამ მაინც ამითაც

არაფერი ეშველათ.


იქვე მახლობლად ხეზე

შემომჯდარი ბულბული

ყურს უგდებდა მათ ტანჯვას,

ფოთლებში განაბული.


რომ შენიშნეს, იამათ!

გამხიარულდა ყველა

და მისგან მოითხოვეს

შემწეობა და შველა.


"ტკბილ–ხმიანო ბულბულო,

და მცოდნევ ჰანგებისა,

გაქებენ და ღირსიც ხარ,

ჭეშმარიტად, ქებისა!


"ერთი სათხოვარი გვაქვს,

სხვა არც ერთი მის მეტი,

გვასწავლე, როგორ დავსხდეთ,

რომ დავუკრათ კვარტეტი?"


ბულბულმა უპასუხა:

"შემცდარი ხართ ყველაო,

მე როგორ შემიძლია,

აბა, თქვენი შველაო?


"საქმე ის კი არ არის,

სად და როგორ ზიხართო!

ის არის, რომ დამკვრელად

თქვენვე არ ვარგიხართო"

 

საბავშვო ლექსები  • • •   კრილოვის იგავ-არაკები  • • •   ივანე კრილოვი - იგავ-არაკები

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ