მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 25542 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

თარგმანი აკაკი წერეთლისა

 

ივანე კრილოვი - ლომი და თაგვი

ლომს უთხრა თაგვმა: "ბატონო!

მხეცების დიდო მთავარო,

სათხოვარი მაქვს და თქვენს წინ

მუხლებმოყრილი ვდგავარო.


"უსახლკარო ვარ, ღარიბი,

დავეხეტები ობლადო

და ნებას ვითხოვ, დავსახლდე

აქ, სადმე თქვენს მახლობლადო!


"რა დაგაკლდებათ მითი თქვენ,

ჩვენ რომ მეზობლად დავდგეთო?

ვინ იცის, ერთხელ როდისმე,

ეგებ მეც გამოგადგეთო".


ლომს გაუკვირდა და უთხრა:

გეყოს ეგ თავის გდებაო!

მე შენისთანა უძლური,

აბა, რად დამჭირდებაო?


რომ მეორედაც წამოგცდეს

მაგგვარი სისულელეო,

ვერ გადამრჩები ცოცხალი,

ახლა კი თავს უშველეო!"


შეშინდა პატარა თაგვი,

რისხვა რომ გადაეცალა,

მოჰკურცხლა კუდის ბზეკითა,

წრიპინით გაიცანცალა.


არ გაუვლია დიდ ხანს, რომ

ლომი თოკებში გაება

და თავს რომ ვეღარ უშველა,

შექმნა ღრიალი, ვაება!..


და სთქვა: "ვაი, რომ ის თაგვი

აქ ჩემთან აღარ არიო!

ვერ გაუძლებდა მის კბილებს

ვერც თოკი, ვერც ბაწარიო!


მე ჩემმა მედიდურობამ

გულზე ლახვარი დამასო!

"ჩემზე უძლური რას მარგებს?"

ნურავინ იტყვის ამასო!"

 

საბავშვო ლექსები  • • •   კრილოვის იგავ-არაკები  • • •   ივანე კრილოვი - იგავ-არაკები

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ