მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 27755 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

თარგმანი აკაკი წერეთლისა

 

ივანე კრილოვი - ყვავი და მელა

სადღაცა ყვავსა - ყვანჩალას

ეშოვნა ყველის ნაჭერი;

ხეზე შემოჯდა, საუზმეს

ემზადებოდა მშიერი.


ამ დროს, სად იყო, სად არა,

გაჩნდა მსუნაგი მელია

და ყველის სუნი რომ ეცა,

კინაღამ სული დალია.


პირს ნდომის ნერწყვი მოადგა,

ტუჩები ააცმაცურა,

სურვილმა ააცახცახა

და ჭირის ოფლში გასწურა.


ყვავი მაღლაა, ის დაბლა!

რას იზამს, ბევრიც იხტუნოს?

ერთადერთიღა ღონეა,

რომ თავი მოიკატუნოს.


და, მართლაც, ამ ხერხს დაადგა,

ფარისევლობა დაიწყო;

ჩაცუცქდა საცოდავად იქ

და თავი მაღლა აიღო.


შესძახა: „მადლი შენს გამჩენს!

რა მშვენიერი რამ ხარო!

ნეტავი შენის ჭვრეტითა

გამაძღო, სწორუპოვარო!


შენი თვალების ჭირიმე,

ნისკარტის, ბოლო - ფრთებისო!

რად არ ხარ მეფედ ფრინვლების?

შვენებით ვინ გედრებისო?


მაგ შვენებასთან, ცხადია,

ხმაც კარგი უნდა გქონდესო

და, რომ იმღერო, მგონია,

ბულბულიც დაგვიღონდესო!“


თავბრუ დაესხა ყვანჩალას,

სთქვა: „მართალს ამბობს მელაო!

რატომ არ უნდა ვიმღერო?

დეე, გაჰკვირდეს ყველაო!“


დასძახა თვისი „ყვა“, „ყვა“, ‘ყვა“!

გავარდა ყველის ნაჭერი;

ის მელა - კუდამ  ჩასანსლა,

ყვავი კი დარჩა მშიერი.


ეს პირუტყვების არაკი

მხოლოდ იმისი მთქმელია,

რომ ყვავი ჩვენშიც ბევრია,

და უფრო მეტი - მელია.

 

საბავშვო ლექსები  • • •   კრილოვის იგავ-არაკები  • • •   ივანე კრილოვი - იგავ-არაკები

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ