მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 38659 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

თარგმანი აკაკი წერეთლისა

 

ივანე კრილოვი - მელა და ყურძენი

დამშეული კუდა - მელა

ვენახში მიიპარება...

მიცუნცულებს ნელა - ნელა,

ღობე - ყორეს ეფარება.


ბოლოს შეძვრა... ნახა  კარი,

მაგრამ აზრი კი წაუხდა:

ბაღი იყო სულ მაღლარი

და დაბლარი არ დაუხვდა.


ყურძენი რომ მაღლა ნახა

მიმწიფებულ - მინაბდული,

დაუღო მას წუწკმა ხახა,

აუძგერდა მსუნაგს გული.


მაღლა - მაღლა იყურება,

იგრიხება, იწურება...

აქეთ - იქით დატრიალებს,

თვალებს სისხლით აბრიალებს.


ხან დაწვება, ხან ადგება,

ნდომის ნერწყვი პირს ადგება,

კბილები მთლად აექავა,

მაგრამ მაღლა ხომ ვერ გავა?


სწორედ ჭირის დღე დაადგა,

დაიქანცა, დაიღალა,

მაგრამ აღარ გამოადგა

აღარც ხერხი, აღარც ძალა.


დარჩა ამოძუებული...

მაგრამ აღარ გაიტეხა

კუდიანმა ვითომ გული

და ურცხვად ეს დაიკვეხა:


„რომ არ ვსჭამე, კარგი ვქენი,

გეფიცებით შვილებსაო:

მკვახე იყო ის ყურძენი

და მომკვეთდა კბილებსაო!“

 

საბავშვო ლექსები  • • •   კრილოვის იგავ-არაკები  • • •   ივანე კრილოვი - იგავ-არაკები

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ