თარგმანი აკაკი წერეთლისა
- შენი ყივილის ჭირიმე, რა კარგად გალობ, მამალო! ნეტავ სულ შენთან მამყოფა, ყური დაგიგდო მალ-მალო!
მაგას რას ამბობ, გუგულო?! ვინ დაგიწუნებს გალობას, თუ არ უგრძნობი, უგულო?
რომ შენისთანა მეც ვიყო? ერთ რამედა ღირს, მერწმუნე, შენი მაღალი “ყიყლიყო”!
შენთან რა გასამხელია?! ვისაც არ ესმის, იცოდე, უმეცარი და ხელია!
რითი გჯობია ბულბული? “კაფე, კაფეო!” რომ ჰკივი, თან მიგაქვს სული და გული!
მამლაყინწა და გუგული, და ყურს უგდებდა მათ ტრაბახს ჭივჭავი გაკვირვებული.
გინდ ჩაიხლიჩოთ ყელიო, ღმერთმა ხომ იცის, არა ხართ არც ერთი მგალობელიო!”
გუგული აქებს მამალსო, - ამით ერთმანეთს ორივე უხდიან სესხსა და ვალსო. |
საბავშვო ლექსები • • • • • • ივანე კრილოვი - იგავ-არაკები |