მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 43520 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

თარგმანი აკაკი წერეთლისა

 

ივანე კრილოვი - დათვის წვეულება

დათვმა ლხინი გადიხადა,

მოიწვია მეზობლები;

გარეშენიც ბევრი ჰყავდა:

ტურა, მელა, კატა, მგლები.


უკეთესი მასპინძლობა,

უნდა ვსთქვათ, რომ არ ნახულა;

რა საჭმელი, რა სასმელი!

რა იყო, რომ იქ არ დგმულა?


გადაჰკრეს და სადღეგრძელო

სათვითაოდ გააჩინეს,

სამადლობელს სავსეს სვამდნენ,

წვეთი არვის შეარჩინეს,


გახალისდა დათუნია,

მოლხენით რომ სხვებიც ნახა,

თვისის ბოხის მაღალ ბანით

“სუფრულიც” კი შემოსძახა.


გაოცებულს იმის სტუმრებს

მარტო ესეც არ აკმარა;

გადმოახტა სუფრის თავზე

და ლეკურიც დაუარა.


მელაკუდამ ტაში დაჰკრა:

“ამფერ! ჩემო დათუნაო!

როგორ გშვენის ეგ დავლური,

მალაყები და ხტუნვაო!”


მაშინ მგელმა წასჩურჩულა:

“მელავ, ტყუილს ნუ ამბობო!

სასაცილოდ დაძუნძულებს

და შენ მაგრე რად ამკობო?”


მაგრამ მელამ უპასუხა:

“ბრიყვი ხარ და სულელიო!

რას დავეძებ მაგის თამაშს?

მე სხვა რამეს მოველიო.


მოვუწონებ, იამება,

გაბრიყვდება ამ ქებითო

და ჩვენ კი რა გვენაღვლება,

ვახშმადაც აქ დავრჩებითო.”

 

საბავშვო ლექსები  • • •   კრილოვის იგავ-არაკები  • • •   ივანე კრილოვი - იგავ-არაკები

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ