თარგმანი რეზო თაბუკაშვილისა
თურმე ხანდახან კუპიდონსაც ძილი უნდება: მიწვა და თავის ჩირაღდანი იქვე მიაგდო, ცეცხლი მოსტაცეს ფერიათა თეთრმა გუნდებმა, და არვინ უთხრა - ჩირაღდანი ნიმფებს მიაქვთო. რომ კაცთა მოდგმას დაავიწყდეს ძველი განცდანი, რომ ადამიანს ტრფობამ სული ვერ დაუბინდოს, რომ მიჯნურობით არ ეწამონ ძენი კაცთანი, ნიმფამ მოსტაცა სიყვარულის ცეცხლი კუპიდონს. აგერ, გამოჩნდა ცივი წყარო ნიმფას წინარე და მანაც წყალში გადააგდო ალი წყეული. ჩამქრალ ჩირაღდნით უცებ გათბა თვითონ მდინარე, ავადმყოფთათვის სამკურნალო წყლებად ქცეული. ტრფობა რომ ათბობს, იმ წყლით ტრფობას ვერ გავიცივებ! The little Love-god lying once asleep, Laid by his side his heart-inflaming brand, Whilst many nymphs that vow'd chaste life to keep Came tripping by; but in her maiden hand The fairest votary took up that fire Which many legions of true hearts had warm'd; And so the general of hot desire Was, sleeping, by a virgin hand disarm'd. This brand she quenched in a cool well by, Which from Love's fire took heat perpetual, Growing a bath and healthful remedy, For men diseas'd; but I, my mistress' thrall, Love's fire heats water, water cools not love.
მეც სააქიმოდ მოველ, მაგრამ უკვე ვიცი მე:
Came there for cure and this by that I prove,
პოეზიის გვერდი • • • • • • უილიამ შექსპირი - სონეტები |