თარგმანი რეზო თაბუკაშვილისა
ტრფობა ნორჩია, სინდისი არ მოეთხოვება, თუმცა სინდისი ქვეყნად ტრფობას გაუჩენია, შენც არ გაკილო ცოდვიანი ჩემი ცხოვრება, თუკი არ გინდა, კიდევ ერთხელ ავნო შენიანს. შენმა ღალატმა ყველაფერი წმინდა წარხოცა, სხეულის ჟინით შემიცვალა თრთოლვა სულისა, შენმა ღალატმა საბოლოოდ გამაავხორცა, სულმა სხეული საბოლოოდ გააგულისა. შენს ხსენებაზე აღზევდება ჩემი არსება, და იამაყებს, შენ რომ ასე მოგინადირა, ხან აღსდგება და ხანაც მონას დაემსგავსება, ძირს დაემხობა და შეგჩივლებს თავის სატირალს. თუ შენთვის აღმდგარს, შენს წინაშე მინდა დამხობა. Love is too young to know what conscience is, Yet who knows not conscience is born of love? Then, gentle cheater, urge not my amiss, Lest guilty of my faults thy sweet self prove: For, thou betraying me, I do betray My nobler part to my gross body's treason; My soul doth tell my body that he may Triumph in love; flesh stays no farther reason, But rising at thy name doth point out thee, As his triumphant prize. Proud of this pride, He is contented thy poor drudge to be, To stand in thy affairs, fall by thy side. Her 'love,' for whose dear love I rise and fall.
უსინდისობად ნუ ჩამითვლი, თუ გთხოვ თანხმობას,
No want of conscience hold it that I call
პოეზიის გვერდი • • • • • • უილიამ შექსპირი - სონეტები |