თარგმანი რეზო თაბუკაშვილისა
მითხარი, მაინც ვინ შთაგბერა ძალა ამხელა, ნუთუ ნაკლოვანს ჩემს მბრძანებლად უნდა გრაცხავდე, შენი წყალობით სინამდვილის მიჭირს გამხელა, და დღის ნათელი უკუნ ღამედ გამოვაცხადე. სიკეთედ როგორ მომაჩვენე შენი სიავე, შემომატყუე სიმახინჯე ნამდვილ მშვენებად. ეჭვი ყოველი ასე როგორ გამინიავე, ცოდვები შენი ღირსებებად რომ მეჩვენება. შენით მონუსხულს სიყვარულის ძალი მერევა, ზიზღის ღირსი ხარ, მაგრამ მაინც ვერ შეგიძულე, თუ შენ დამლოცავ, სხვა არ მინდა ბედნიერება, და არ ვინაღვლებ, ამ სიყვარულს სხვა რომ მიწუნებს. ამ ღირსებისთვის ტრფობის ღირსი ნუთუ არა ვარ?! O, from what power hast thou this powerful might With insufficiency my heart to sway? To make me give the lie to my true sight, And swear that brightness doth not grace the day? Whence hast thou this becoming of things ill, That in the very refuse of thy deeds There is such strength and warrantize of skill That, in my mind, thy worst all best exceeds? Who taught thee how to make me love thee more The more I hear and see just cause of hate? O, though I love what others do abhor, With others thou shouldst not abhor my state: More worthy I to be beloved of thee.
მე თუ უღირსი შეგიყვარე დაუფარავად,
If thy unworthiness raised love in me,
პოეზიის გვერდი • • • • • • უილიამ შექსპირი - სონეტები |