თარგმანი რეზო თაბუკაშვილისა
ციებ-ცხელება აიტეხა ჩემმა ტრფიალმა; რითაც ავადობს იმავ შხამის არის მსურველი, მოუმარჯვია საწამლავით სავსე ფიალა და სამუდამოდ რჩება ასე განუკურნელი. ჩემს ტრფიალებას მკურნალობდა გონება საღი, მაგრამ რა ვუყო, განკურნება თუკი არ მინდა, საბედისწეროდ რადგან ავყევ ვნებების ძახილს, გაწყრა ექიმი და უკვალოდ სადღაც წარვიდა. უკურნებელი სენით დავრჩი ნაიარები, სულმა ნამდვილი სიგიჟე და შფოთი იწვნია, გონარეული შეშლილივით დავიარები და ჭეშმარიტი სინამდვილე ვერ შემიცვნია. შენს სიშავესთან ჯოჯოხეთიც მონაგონია. My love is as a fever, longing still For that which longer nurseth the disease, Feeding on that which doth preserve the ill, The uncertain sickly appetite to please. My reason, the physician to my love, Angry that his prescriptions are not kept, Hath left me, and I desperate now approve Desire is death, which physic did except. Past cure I am, now reason is past care, And frantic-mad with evermore unrest; My thoughts and my discourse as madmen's are, At random from the truth vainly express'd; Who art as black as hell, as dark as night.
თუმც შენი მზერა ნათელ სხივთა კონა მგონია,
For I have sworn thee fair and thought thee bright,
პოეზიის გვერდი • • • • • • უილიამ შექსპირი - სონეტები |