თარგმანი რეზო თაბუკაშვილისა
უკვე საჯაროდ ვაღიარე, რომ ის შენია და მეც ვარჩიე გირაოში შენთან დარჩენა, მინდა მევახშეს შემოგწირო რაც დამრჩენია - ჩემი იმედის და მეგობრის გადასარჩენად. მაგრამ ტყვეობა მეგობრისა აღარ თავდება, არც შენ ელევი და გაქცევა თავადაც არ სურს, როგორც მევალეს ის დამიდგა შენთან თავდებად და სათნოს სული სამუდამოდ მოგანდო ავ სულს. შენი ტყვეობა რადგან მართლა მშვენიერია, მოძმე წამართვი და დაარქვი მასაც მძევალი. ორივ ჩვენგანის უბედობა შენმიერია, შენ მომისაჯე სიმარტოვე დასაწყევარი. და მაინც, ვიცი, სამუდამოდ შენი ტყვე მქვია. So, now I have confess'd that he is thine, And I myself am mortgaged to thy will, Myself I'll forfeit, so that other mine Thou wilt restore, to be my comfort still: But thou wilt not, nor he will not be free, For thou art covetous and he is kind; He learn'd but surety-like to write for me Under that bond that him as fast doth bind. The statute of thy beauty thou wilt take, Thou usurer, that put'st forth all to use, And sue a friend came debtor for my sake So him I lose through my unkind abuse. He pays the whole, and yet am I not free.
იგი ჩემს ვალსაც გადაგიხდის ადრე თუ გვიან
Him have I lost; thou hast both him and me:
პოეზიის გვერდი • • • • • • უილიამ შექსპირი - სონეტები |