თარგმანი რეზო თაბუკაშვილისა
სირინოზების შხამიანი ცრემლი შემისვამს, გულს ჯოჯოხეთის საწამლავი ესადაგება, შიში მიპყრობდა თუ იმედი გადარჩენისა, სადაც მოგებას მოველოდი, დამხვდა წაგება. როს ნეტარებით ცად ავფრინდი ცოდვილ მიწიდან, ო, რამდენ ცოდვას ჩავდიოდი დაურცხვენელი, და თვალნი ჩემნი ბუდეთაგან გადმომიცვივდა ჩემი ცხოვრების ამ გიჟური ციებ-ცხელებით. ო, ბოროტებავ, სასიკეთო ძალა გქონია. მშვენიერება მწუხარებით უფრო მშვენდება, თურმე ტრფიალიც, დანგრეული როცა გვგონია, მკვდრეთით აღდგება და არასდროს გადაშენდება. განძით ამავსო, განა მართლა გამაღარიბა. What potions have I drunk of Siren tears, Distill'd from limbecks foul as hell within, Applying fears to hopes and hopes to fears, Still losing when I saw myself to win! What wretched errors hath my heart committed, Whilst it hath thought itself so blessed never! How have mine eyes out of their spheres been fitted In the distraction of this madding fever! O benefit of ill! now I find true That better is by evil still made better; And ruin'd love, when it is built anew, Grows fairer than at first, more strong, far greater. And gain by ill thrice more than I have spent.
მეც მწუხარებამ თუ მატარა ცოდვილ ყარიბად,
So I return rebuked to my content
პოეზიის გვერდი • • • • • • უილიამ შექსპირი - სონეტები |