თარგმანი რეზო თაბუკაშვილისა
სანელებელსაც ხშირად ვხმარობთ გაორკეცებით და გვიხარია, თუ სიცხარემ მადა მოგვგვარა, თუ მოვიწამლეთ, იმავ წუთში წამალს ვეცემით, თუმც მოწამლულებს მისი შხამი გვწამლავს ორგვარად. „შენც მოგბეზრდაო ტრფობის სიტკბო“ თითქოს ჩამესმა, და მეც შხამს ვეძებ საკუთარი თავის ჯალათი, უჯანმრთელესმა, უმხნევესმა, უჯანსაღესმა, ავადმყოფობა დავიბრალე ძალისძალათი. არ მაპატია სიყვარულმა ჩემი მზაკვრობა, ავადმყოფობას გადამყარა მართლა საშინელს, სხეულის მოშლაც შევიგრძენ და სულის ჩაქრობაც, შეშინებული ნამდვილ წამლებს ვეცი მაშინვე. წამალიც მწამლავს, რადგან შენით მართლა ვავადობ. Like as, to make our appetites more keen, With eager compounds we our palate urge, As, to prevent our maladies unseen, We sicken to shun sickness when we purge, Even so, being tuff of your ne'er-cloying sweetness, To bitter sauces did I frame my feeding And, sick of welfare, found a kind of meetness To be diseased ere that there was true needing. Thus policy in love, to anticipate The ills that were not, grew to faults assured And brought to medicine a healthful state Which, rank of goodness, would by ill be cured: Drugs poison him that so fell sick of you.
მაგრამ ცხოვრებამ ერთი მწარე სიბრძნე გამანდო:
But thence I learn, and find the lesson true,
პოეზიის გვერდი • • • • • • უილიამ შექსპირი - სონეტები |