თარგმანი რეზო თაბუკაშვილისა
ვინ იცის, იქნებ მართლა ცდება ჩემი გონება და შეუყვარდა პირფერობა, - ბანგი მეფეთა, ან თვალი ტყუის, შენს მშვენებას რომ ემონება, რადგან ტრფიალით ჯადოქრობა ერგო სვე-ბედად, მისთვის ურჩხულნი აღარ ჩანან უკვე მხეცებად, გადაქცეულან უნატიფეს ქერუბინებად, სიმახინჯესაც სილამაზე გადაეცემა, თუკი თვალების ჯადოქრობამ ასე ინება. თვალი პირფერობს ათას ხერხის გამოგონებით, და გონება კი მის საწამლავს იღებს მეფურად, თვალს არ ეშლება გემოვნება ჩემი გონების და სიყვარულის შხამს აწოდებს უწინდებურად. რადგან საწამლავს თვითონ თვალი შესვამს პირველად. Or whether doth my mind, being crown'd with you, Drink up the monarch's plague, this flattery? Or whether shall I say, mine eye saith true, And that your love taught it this alchemy, To make of monsters and things indigest Such cherubins as your sweet self resemble, Creating every bad a perfect best, As fast as objects to his beams assemble? O,'tis the first; 'tis flattery in my seeing, And my great mind most kingly drinks it up: Mine eye well knows what with his gust is 'greeing, And to his palate doth prepare the cup: That mine eye loves it and doth first begin.
მაგრამ ამ ცოდვას არ მივიჩნევ გასაკვირველად,
If it be poison'd, 'tis the lesser sin
პოეზიის გვერდი • • • • • • უილიამ შექსპირი - სონეტები |