თარგმანი რეზო თაბუკაშვილისა
სიკეთით სავსე შენი ტრფობა მალამოდ მექცა, მოშუშდა სული დაშანთული ცილისწამებით, საჩრდილობელი შენი ფრთის ქვეშ მარგუნა ზეცამ, რაც უნდა ის თქვან, აღარაფრით არ ვეწამები. ჩემი ცხოვრების მოსამართლე მხოლოდ შენა ხარ, მე შენი სიტყვით ან ვიხარებ, ანდა ვიწვალებ; სხვა კი ვერავინ გრძნობის აბჯარს ვეღარ შელახავს, სხვები მოკვდნენ და მეც ყველასთვის გარდავიცვალე. უკვე არც ძალმიძს აღარავის აზრის გაგება, ისე დავიხშე ყველასათვის სმენა გველური, გულს აღარ ხვდება აღარც ქება, აღარც ძაგება, ყურს აღარ ესმის წუთისოფლის ხმები ველური. ყველა დაინთქა და მე და შენ შევრჩით ქვეყანას. Your love and pity doth the impression fill Which vulgar scandal stamp'd upon my brow; For what care I who calls me well or ill, So you o'er-green my bad, my good allow? You are my all the world, and I must strive To know my shames and praises from your tongue: None else to me, nor I to none alive, That my steel'd sense or changes right or wrong. In so profound abysm I throw all care Of others' voices, that my adder's sense To critic and to flatterer stopped are. Mark how with my neglect I do dispense: That all the world besides methinks are dead.
ასე მგონია, საუკუნოდ ბედმა შეგვყარა,
You are so strongly in my purpose bred
პოეზიის გვერდი • • • • • • უილიამ შექსპირი - სონეტები |