თარგმანი რეზო თაბუკაშვილისა
შენ ჩემში უკვე შემოდგომის სიშიშვლეს ხედავ: რტოებს სიყვითლე ფოთლებისა შემოძარცვია, ფრინველთ გალობა შეუცვლია გოდებას ხეთა და ტყეს სამოსი არასოდეს თითქოს არ ცმია. შენ ჩემში ხედავ წარსულ დღეებს მიმწუხრიანებს, მეწამულ სხივებს დასავლეთის ცაზე მოფენილს, ქრება ნათელი, შუაღამე ავად ხრიალებს და მოუსავლეთს ემგვანება წუთისოფელი. ვიცი, რომ უკვე მიმქრალ კოცონს მადარებ გულში, ღადარი დღებს დაუნაცრავთ, ცხარე ცრემლიანთ, და რაც სინაზით ძიძაობდა სიცოცხლეს გუშინ, ახლა მისივე სასიკვდილო სარეცელია. მით უფრო მეტრფი, ვით განწირულს დასამარხავად. That time of year thou mayst in me behold When yellow leaves, or none, or few, do hang Upon those boughs which shake against the cold, Bare ruin'd choirs, where late the sweet birds sang. In me thou seest the twilight of such day As after sunset fadeth in the west, Which by and by black night doth take away, Death's second self, that seals up all in rest. In me thou see'st the glowing of such fire That on the ashes of his youth doth lie, As the death-bed whereon it must expire Consumed with that which it was nourish'd by. To love that well which thou must leave ere long.
რაც უფრო ამჩნევ, - სააქაოს თითქმის არღა ვარ,
This thou perceivest, which makes thy love more strong,
პოეზიის გვერდი • • • • • • უილიამ შექსპირი - სონეტები |