თარგმანი რეზო თაბუკაშვილისა
ჩემო მეუფევ, ვიდრემდისაც სული შემრჩება, მე, ქედმოხრილი, შენი მონის უღელს ვატარებ და ახლა შენთან ამ სტრიქონებს ვგზავნი ელჩებად, სიყვარულს ვატან, ნიჭი ვეღარ გამოვატანე. თუმცაღა ვიცი, ეს ლექსები, ფეხშიშველები, ვერას იტყვიან შენს საკადრისს შენთან წამოსვლით, მაგრამ მე მჯერა, რომ უბადრუკს წამეშველები და გონებაში შემიმოსავ ელჩებს სამოსით. თუკი ოდესმე ბედის ვარსკვლავს მოვაგონებდი, თუკი შენს უღირსს გამითენდა დილა კეთილი, ჩემი ლექსები აღარ მოვლენ შენთან გოდებით, აღარ იქნება ტრფობა სამოსჩამოფლეთილი. ჯერ კი ჩუმად ვარ,სანამ ბედი მიჩანს ავბედად. Lord of my love, to whom in vassalage Thy merit hath my duty strongly knit, To thee I send this written embassage, To witness duty, not to show my wit: Duty so great, which wit so poor as mine May make seem bare, in wanting words to show it, But that I hope some good conceit of thine In thy soul's thought, all naked, will bestow it; Till whatsoever star that guides my moving Points on me graciously with fair aspect And puts apparel on my tatter'd loving, To show me worthy of thy sweet respect: Till then not show my head where thou mayst prove me.
ჩემს სიყვარულზე შემოძახილს მაშინ გავბედავ,
Then may I dare to boast how I do love thee;
პოეზიის გვერდი • • • • • • უილიამ შექსპირი - სონეტები |