თარგმანი რეზო თაბუკაშვილისა
სარკის არ მჯერა, არ გაჩნდება თმაში ჭაღარა, სანამდე შენში სიყმაწვილის თრთიან ფერები, მაგრამ თუ ჟამმა ეს სპეტაკი სახე დაღარა, სიკვდილს შეხვდები შენი ჭკნობით დანაბერები. შენი მშვენება მინდა დარჩეს, როგორც ზღაპარი, რა დამაბერებს, ჩემი ტრფობა შენი ხნის არი, შენს მკერდში ჰპოვა ჩემმა გულმა თავშესაფარი და შენი გულიც ჩემი მკერდის გახდა ხიზანი. თავს ნუ დაღუპავ, რომ სიტურფე, მზის სადარები, გადამირჩინო და უდროოდ არ მისცე მიწას, მეც შენი გული ხელისგულზე მაქვს ნატარები და ვუფრთხილდები, ვით პატარას მზრუნველი ძიძა. გული მაჩუქე, ნაჩუქარი აღარ წამართვა. My glass shall not persuade me I am old, So long as youth and thou are of one date; But when in thee time's furrows I behold, Then look I death my days should expiate. For all that beauty that doth cover thee Is but the seemly raiment of my heart, Which in thy breast doth live, as thine in me: How can I then be elder than thou art? O, therefore, love, be of thyself so wary As I, not for myself, but for thee will; Bearing thy heart, which I will keep so chary As tender nurse her babe from faring ill. Thou gavest me thine, not to give back again.
შენც დანაცრდები, ჩემი გრძნობა თუ დასამარდა,
Presume not on thy heart when mine is slain;
პოეზიის გვერდი • • • • • • უილიამ შექსპირი - სონეტები |