თარგმანი რეზო თაბუკაშვილისა
რადგან ვერ უძლებ ამ მუხანათ დრო-ჟამთან ჭიდილს, რადგან მშვენებას ემუქრება საფრთხე მარადჟამს, სხვა იარაღით უნდა დაცვა უსუსურ ჩითილს, თორემ ეს ლექსი არ ივარგებს ნადვილ დარაჯად. როცა ცხოვრების მწვერვალზე ხარ ახლა ასული მხატვრის ნახატმა ვერ ასახოს შენი მსგავსება, ნერგს გაგიხარებს სიყვარულით ყველა ასული და ქვეყნად შექმნის შენს სანაცვლო ცოცხალ არსებას. შენი სიცოცხლე თუ დაიცვა შენმა მოდგმამა, მაშინ ეგ სახე სრულყოფილი ძეგლად დაგრჩება. დროის ფუნჯი და ჩემი ლექსი არ გამოდგება შენი ნატიფი სილამაზის გადასარჩენად. სხვამ რად დაგხატოს, შენი სახე თვითონ დახატე. But wherefore do not you a mightier way Make war upon this bloody tyrant, Time? And fortify yourself in your decay With means more blessed than my barren rhyme? Now stand you on the top of happy hours, And many maiden gardens yet unset With virtuous wish would bear your living flowers, Much liker than your painted counterfeit: So should the lines of life that life repair, Which this, Time's pencil, or my pupil pen, Neither in inward worth nor outward fair, Can make you live yourself in eyes of men. And you must live, drawn by your own sweet skill.
სხვა თუ შექმენი, ის გახდება შენი სახატე,
To give away yourself keeps yourself still,
პოეზიის გვერდი • • • • • • უილიამ შექსპირი - სონეტები |