თარგმანი რეზო თაბუკაშვილისა
ჩემო მფლანგველო, რა მძარცველი გული გქონია, რად გადაწყვიტე სილამაზის გაჩანაგება?! მშვენიერება საკუთრება რატომ გგონია? მშვენიერება მხოლოდ სესხად მოგცა განგებამ. ლამაზო ძუნწო, საგანძური რატომ გაფანტე, რაც მომავლისთვის საანდერძოდ გიძღვნა ბუნებამ! ჩემო მევახშევ, სხვის ქონებას რატომ აბანდებ, როცა სარგებელს არ იძლევა განძის ბრუნება! თავადვე გწამლავს უსარგებლო ვაჭრობის შხამი, საკუთარ თავის გასაძარცვად მართავ ბაზრობას, მაგრამ დადგება საბოლოო განკითხვის ჟამი და, ნეტავ, რითი გაამართლებ მაგ უაზრობას. მომავლის შემქმნელს ჭირისუფლად რჩება მშვენება. Unthrifty loveliness, why dost thou spend Upon thyself thy beauty's legacy? Nature's bequest gives nothing but doth lend, And being frank she lends to those are free. Then, beauteous niggard, why dost thou abuse The bounteous largess given thee to give? Profitless usurer, why dost thou use So great a sum of sums, yet canst not live? For having traffic with thyself alone, Thou of thyself thy sweet self dost deceive. Then how, when nature calls thee to be gone, What acceptable audit canst thou leave? Which, used, lives th' executor to be.
უმოდგმოდ ქრება სილამაზე, ვით მოჩვენება,
Thy unused beauty must be tomb'd with thee,
პოეზიის გვერდი • • • • • • უილიამ შექსპირი - სონეტები |