თარგმანი რეზო თაბუკაშვილისა
ვერ გავამართლებ ვერასოდეს მე შენ საქციელს; ჩემი ღალატი შენმა გულმა რადგან ინება, მაგრამ თაღლითო, მე სამასხროდ რატომ მაქციე, მაგ გამოხედვას მირჩევნია ლანძღვა-გინება. სჯობს რომ ვიფიქრო, შენმა გრძნობამ დღეს ამოხეთქა, დღეს უკვე მივხვდი, სიყვარულო შენთვის ვინა ვარ, და რადგან იცი მე ვერ ვუძლებ შენს გამოხედვას, მზერას მარიდებ, სხვას იმეტებ გასაგმირავად! სთქვი, რომ სხვა გიყვარს და მისთვის გაქვს გულის სამხილი, თვალს ნუ მარიდებ, თითქოს მართლა ვეღარ მიცანი, უმაგისოდაც ხომ კარგად ჭრის შენი მახვილი, მე შენგან თავი ხომ ისედაც ვერ დავიცავი. მზერით მომკალი, დამიხსენი სატანჯველისგან. O, call not me to justify the wrong That thy unkindness lays upon my heart; Wound me not with thine eye but with thy tongue; Use power with power and slay me not by art. Tell me thou lovest elsewhere, but in my sight, Dear heart, forbear to glance thine eye aside: What need'st thou wound with cunning when thy might Is more than my o'er-press'd defense can bide? Let me excuse thee: ah! my love well knows Her pretty looks have been mine enemies, And therefore from my face she turns my foes, That they elsewhere might dart their injuries: Kill me outright with looks and rid my pain.
უმაგთვალებოდ ყოფნას გული მაინც ვერ იტანს,
Yet do not so; but since I am near slain,
პოეზიის გვერდი • • • • • • უილიამ შექსპირი - სონეტები |