თქვენ ჯერ იყავით მაშინ პატარა, მე კი ნაკაზმი წელთა შავი ყდით, მერე მე ბედმა სხვა გზით მატარა და მერე სულაც გადამავიწყდით. თქვენ უკვე დიდი, მე სხვა ჰაოთი, თქვენ მოწყენილი მშობელ მხარეზედ მე კი იქიდგან ახლად ნაოტი. ერთად დამსცვივდა ვით ქარს ძახველი, პოეტის ქნარი მიბმული ყელზედ და მეომარის ბასრი მახვილი. და მხიბლავს თქვენი ხვედრი სვიანი, სახელიც ჩემთვის ასე ნაცნობი, ასაკიც, ჩემთვის ასე გვიანი! |
პოეზიის გვერდი • • • • • • შალვა ამირეჯიბის პოეზია |