შენ გიყვარს ჩემი პოეზიის უცხო რითმები, ქართული სიტყვის სურნელება და სიალმასე... "სამადლობელი" - ქარიშხალში განარითმები, დედა ღვთისმშობლის სინატიფე და სილამაზე. დაცემულ შვილებს გვანუგეშებს, ასგზის დაგვლოცავს... ვდგავარ სარკმელთან, ვით სამყაროს ჭირისუფალი, ამაღამ, ალბათ, ანგელოზმა შუბლზე მაკოცა. როს ქართულ სიტყვას მწიფე შინდის ფერი ედება... ლექსები - მზეზე დახეთქილი ბროწეულები, მძიმე გზაწვრილზე აბჯარივით გეიმედება. |
პოეზიის გვერდი • • • • • • თინათინ მღვდლიაშვილის პოეზია |