ლექსი, ვით მწიფე რქაწითელი, ისე ატირდა, ნასისხლარი მაქვს მარგალიტის სამაჯურები... ისმის თუხთუხი პოეზიის საღმრთო მარნიდან, პაპისეული თითქოს დასკდნენ ძველი ჭურები. თუმც საწუთროსგან ნახანჯლარი, ოდენ ვღონდები... ჟამთა სრბოლაში წამოვდგები უცხო ფერფლიდან, წამოვდგები და, ო, რა მწარედ მოგაგონდებით. აღსდგება ლექსი ნაომარი, ნაალაზნარი... ვინმე კახელი ჩემს საფლავთან წაიღიღინებს, - ჰარიჰარალო, ჰარულალო, ჰარიჰარალის!.. ისმის თუხთუხი, თითქოს დასკდნენ ძველი ჭურები... ლექსი, ვით მწიფე რქაწითელი, ისე ატირდა, ნასისხლარი მაქვს პოეზიის სამაჯურები. |
პოეზიის გვერდი • • • • • • თინათინ მღვდლიაშვილის პოეზია |